aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 20 » მოჯი : “კონტე ძალიან ბევრს მიაღწევს”
19:03
მოჯი : “კონტე ძალიან ბევრს მიაღწევს”
საფეხბურთო გამოცემა Libero – თან ინტერვიუში ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი სპორტული დირექტორი, ლუჩიანი მოჯი იტალიურ ფეხბურთში არსებულ ვითარებაზე საუბრობს : “ბიანკონერებმა მშვიდად დაამარცხეს “ნოვარა”, რადგან სტუმრების დაცვა მართლაც სუსტად გამოიყურებოდა.სწრაფმა გოლმა ყველაფერი შეცვალა.კვალიარელას მიერ გატანილი გოლი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მან ხომ ფაქტიურად ერთწლიანი პაუზის შემდეგ გამოიჩინა თავი.”უდინეზემ” და “ლაციომ” ფრე ითამაშეს და ამ შედეგით ფაქტიურად დაადასტურეს, რომ არცერთ გუნდს არ შეუძლია ტიტულისთვის ბრძოლა.გვიდოლინი ძალიან გამოცდილი სპეციალისტია, მას აქვს შანსი, მებრძოლი და კონკურენტუნარიანი გუნდი ჩამოაყალიბოს, სწორედ ამ გზაზე დგას “უდინეზე”.

“უდინეზე ყოველთვის იყო ფსიქოლოგიურად ძლიერი და მებრძოლი გრანდი, ეს თაობა ამ ყველაფერს საკუთარ თავზე გამოცდის.პირველი ტურის გადატანილი მატჩების ყურება ძალიან საინტერესო იქნება, “მილანს” “კალიარის” წინააღმდეგ მოუწევს თამაში, რომელიც კვირას “კიევოსთან” დამარცხდა.”იუვენტუსის” მატჩთან შედარებით როსონერის უფრო ადვილი შეხვედრა ელის, თუმცა კონტეს შესანიშნავი შანსი აქვს, წაუგებელი სერია განაგრძოს და სერიოზული განაცხადი გააკეთოს.ძალიან საინტერესო დაპისპირებაა, აქ ხომ ზამთრის ჩემპიონის ვინაობა გადაწყდება.პირველი წრის დასრულებამდე დარჩა “ლეჩე” სტუმრად, “კალიარი” სახლში და “ატალანტა”, ბერგამოში.ვუჩინიჩი მალე გამოჯანმრთელდება, თუმცა კონტეს შესანიშნავად შეუძლია არსებული რესურსის გამოყენება.დარწმუნებული ვარ, “ჩეზენასთან” და “ნოვარასთან” ჩატარებული მატჩებით ანტონიო ბოლომდე კმაყოფილი არ იყო, მას უფრო აგრესიული “იუვენტუსი” სურს.უფრო თავდაჯერებული ფეხბურთისთვის მოთამაშეების დამუხტვაა საჭირო.” - ციტირებს მოჯის სიტყვებს Tuttojuve.
კატეგორია: ინტერვიუ | ნანახია: 529 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/7
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]