15:04 ნესტა ჯერ არ მიდის | |
მილანის ვეტერანმა მცველმა ალესანდრო ნესტამ განაცხადა, რომ იგი ჯერჯერობით არ აპირებს ფეხბურთიდან წასვლას. ნესტა უკვე 36 წლისაა და ჭორები მისი კარიერის დასრულების შესახებ საკმაოდ ხშირად ვრცელდება. ბოლო სეზონებში იგი არაერთხელ დაშავებულა, თუმცა შემდეგ ყოველთვის ახერხებდა ფორმაში შესვლას და სასტარტოში დაბრუნებას: "მე არ ვფიქრობ კარიერის დასრულებაზე, რადგანაც შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფები." "წლევანდელი სეზონი კარგად მიდის ჩვენთვის, რადგანაც ფავორიტები ვართ სკუდეტოსთვის ბრძოლაში და რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგასაც არ ვივიწყებთ."-განაცხადა იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა La Gazzetta dello Sport-თან საუბარში.
| |
|