10:06 ნოჩერინო: ბომბარდირი არ ვარ | |
"მილანის" ჰავბეკი ნოჩერინო გატანილ გოლებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. ანტონიომ სერია А-ს 14 მატჩში მეტოქეთა კარში უკვე ექვსი გოლი გაიტანა. მასზე მეტი მხოლოდ იბრაჰიმოვიჩს აქვს გატანილი - 11 გოლი 13 დაპირისპირებაში. "დიახ, უკვე ექვსი გოლი გავიტანე, მაგრამ თავს ბომბარდირად არ მივიჩნევ. უბრალო ბიჭი ვარ, რომელიც ბრწყინვალე კლუბში ვარსკვლავებთან ერთად თამაშობს", - თქვა ნოჩერინომ.
| |
|