aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » მაისი » 6 » პრევიუ: ინტერი VS მილანი
11:03
პრევიუ: ინტერი VS მილანი

ინტერი - მილანი
ჩემპიონატი: იტალიის სერია ა, 37-ე ტური
თარიღი: 6 მაისი, 22:45 სთ
ადგილი: იტალია, მილანი, სან-სირო (ჯუზეპე მეაცა)
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი
შემადგენლობები:

  • ინტერი: სეზარი, მაიკონი, ძანეტი, ლუსიო, სამუელი, გუარინი, კამბიასო, პოლი, ალვარესი, სნეიდერი, მილიტო.

 

  • მილანი: აბიატი, აბატე, ნესტა, ბონერა, ანტონინი, ნოჩერინო, მუნტარი, ვან ბომელი, ბოატენგი, იბრაჰიმოვიჩი, კასანო.


 ინტერის წინასამატჩო მდგომარეობა
ინტერმა პარმასთან მარცხის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიმცირა მესამე ადგილზე გასვლის შანსი. დღეს მათ ხავიერ ძანეტი დაუბრუნდებათ. 38 წლის ვეტერანმა ბოლო 3 მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა იგი დერბის მწყობრში შეხვდება.

თუმცა, არგენტინელის დაბრუნების გარდა, ინტერმა დეიან სტანკოვიჩი დაკარგა, რომელიც სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს. ამიტომ სერბის მაგივრად ძირითად შემადგენლობაში ენერგიული კოლუმბიელი ნახევარმცველი ფრედი გუარინი იქნება. კრისტიან კივუ და ლუკ კასტანიოსი ტრავმის გამო არ იქნებიან.

ანდრეა სტრამაჩონის შეტევის ხაზში აქვს საფიქრელი, მას გადასაწყვეტი აქვს ალვარესის და ძარატეს წყვილიდან რომელი დააყენოს ძირითადში სნეიდერი-მილიტოსთან ერთად.

 მილანის წინასამატჩო მდგომარეობა
მილანმა ისარგებლა იუვენტუსის "წაბორძიკებით" და სხვაობა მათ შორის მინიმუმამდე შეამცირა.
მილანი ტიაგო სილვას გარეშე ჩაატარებს დერბის, ამიტომ ალესანდრო ნესტას მეწყვილე დაცვაში დანიელე ბონერა იქნება. მარჯვენა მცველად კი ინიაციო აბატე იდგება. დაბრუნდება ვან ბომელი, რომელიც ალეგრიმ ბოლო მატჩში დაასვენა, ასევე დაბრუნდა ურბი ემანუელსონიც, თუმცა დღეს იგი სკამზე იქნება.

ალეგრის კასანოს და რობინიოსგან უნდა შეარჩიოს იბრას მეწყვილე, ხოლო შემტევი ხაზის უკან კევინ-პრინს ბოატენგი იმოქმედებს.

კვლავ არ იქნება კლარენს ზეედორფი. პატო და ინძაგი კი დიდი ხანია ტრავმირებულები არიან.

საინტერესო ფაქტები
1) სტრამაჩონის თავკაცობით "ინტერმა" წინა ტურში პირველი მატჩი "პარმასთან" 3-1 წააგო.
2) სერია A-ს ყველა ჩატარებულ დერბიში "ინტერი" ლიდერობს. (57 მოგება, 49 ფრე, 49 წაგება.)
3) დიეგო მილიტომ ბოლო 5 დერბიში 3 გოლი გაიტანა.
4) "მილანმა" წელს ჩემპიონატში ყველაზე მეტი 70 გოლის გატანა მოახერხა.
5) 2004 წლის ოქტომბრის შემდეგ "ინტერს" და "მილანს" ფრე არ უთამაშიათ.
6) ალეგრის გუნდს 3 მატჩიანი მოგებების სერია აქვს, რითაც მათ მოახერხეს "იუვენტუსთან" სხვაობის შემცირება.
7) ბოლო 7 დერბში 8 ფეხბურთელი გააძევეს. 5 "ინტერის" და 3 "მილანის".

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 839 | დაამატა: USER | რეიტინგი: 5.0/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]