10:55 პრევიუ: "პარმა" - "მილანი" | |
პარმაvმილანიStadio Ennio Tardini, Parma *** . სავარაუდო შემადგენლობები "პარმა" მირანტე, ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი, ბიაბიანი, ვალიანი, მუსაკი, მარიგა, მოდესტო, ფლოკარი, ჯოვინკო "მილანი" აბიატი, ძამბროტა, ბონერა, ტიაგო სილვა, მესბა, ნოჩერინო, ამბროზინი, მუნტარი, ემანუელსონი, იბრაჰიმოვიჩი, ელ შაარავი სიტუაცია მატჩის წინ რობერტო დონადონის დამაკმაყოფილებელი სტარტის შემდეგ, "პარმამ" თამაშს მოუკლო და აღარ გამოიყურება ისეთი მრისხანე, როგორიც სეზონის დასაწყისში იყო. მიუხედავად ყველაფრისა, მთავარი მწვრთნელისათვის რამდენიმე პოზიტიური სიახლეც არსებობს: ანტონიო მირანტემ და სერხიო ფლოკარიმ ტრავმები მოირჩინეს და მატჩის სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებენ. ახალგაზრდა ნახევარმცველი, ჯანლუკა მუსაკი მზად იქნება მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყოს, მას შემდეგ რაც მან ბარძაყის ტრავმა მოირჩინა. ასევე, სავარაუდოდ პარმელებს დანიელე გალოპა და მარცხენა მცველი მასიმო გობი დაუბრუნდებიან და მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებენ. "იუვენტუსის" ყოფილი ვინგერი, რაფაელე პალადინო, კვლავ ცალკე აგრძელებს ვარჯიშის და სავარაუდოდ ამ მატჩში მონაწილეობის მიღებას ვერ მოახერხებს. ამასობაში, მასიმილიანო ალეგრის კიდევ ერთი თავისტკივილი გამოუჩნდა: იტალიელი განაპირა მცველი, აბატე, 15 დღეს ტრავმის გამო იუქმებს, რის შედეგადაც დაცვის მარჯვენა ფლანგზე ჯანლუკა ძამბროტა ითამაშებს, ხოლო ალესანდრო ნესტასა და ფილიპ მექსეს არ ყოფნის გამო, დაცვის ცენტრში ტიაგო სილვას, დანიელე ბონერა შეუწყვილდება. ნახევარდაცვაში, დიდ ხნიანი ტრავმის შემდეგ დაბრუნდნენ ალბერტო აკვილანი და კლარენს ზეედორფი. ისინი სავარაუდოდ მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებენ, ხოლო მარკ ვან ბომელს დასვენების საშუალება მიეცემა. თავდამსხმელები რობინიო და მაქსი ლოპესი ამ მატჩს ტრავმების გამო გამოტოვებენ, რის შედეგადაც ზლატან იბრაჰიმოვიჩს თავდასხმაში სტეფან ელ შაარავი შეუწყვილდება. იცოდით? ● "პარმას" მის ბოლო 6 სერია A-ს მატჩში არცერთი მოგება არ აქვს. მათ 4 მატჩი ფრედ დაასრულეს, ხოლო 2 თამაშში მარცხი განიცადეს ● "ჯალობლუს" ამჟამინდელი მწვრთნელი, რობერტო დონადონი, "მილანის" შემადგენლობაში თამაშობდა 1986 წლიდან 1996-მდე და 1997-დან 1999-მდე ● "პარმას" ფეხბურთელებმა საკუთარ მოედანზე 13 შეხვედრაში 22 გოლის გატანა მოახერხეს ● თუ ზლატან იბრაჰიმოვიჩი მატჩში გოლს იტანს, მაშინ "მილანი" ამ თამაშს არ აგებს. ბოლოს "როსონერებმა" შვედის გატანილი გოლით 2010 წლის ნოემბერში, "იუვენტუსის" წინააღმდეგ იგემეს მარცხი ● ალეგრის ფეხბურთელებმა მის ბოლო 5 სერია A-ს მატჩში, 4 მოიგეს და 1-იც "იუვენტუსის" წინააღმდეგ, ფრედ დაასრულეს ● "როსონერიმ" პარმელები სეზონის პირველ ნახევარში, სან-სიროზე, ანგარიშით 4-1 დაამარცხა მოსაზრებები Goal.com-ის მკითხველთა მოსაზრებები: "პარმას" გამარჯვება - 7.9%, "მილანის" გამარჯვება - 89%, ფრე - 3.1% ტოპ 3 ანგარიში Goal.com-ის მკითხველთა აზრით: "პარმა" 0-3 "მილანი" - 31.35%, "პარმა" 0-2 "მილანი" - 21.62%, "პარმა" 1-3 "მილანი" - 11.22% Goal.com-ის ექსპერტების მოსაზრება: "როსონერის" ბრწყინვალე ფორმის და "პარმას" პირიქით, ცუდი ფორმის გათვალისწინებით, სავარაუდოდ "შავ-წითლებმა" კომფორტულად უნდა მოახერხონ აქტივში 3 ქულის ჩაწერა შედეგი: "პარმა" 1-3 "მილანი" | |
|