aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 16 » ფავორიტთაგან მხოლოდ ჩემპიონმა იმარჯვა
09:51
ფავორიტთაგან მხოლოდ ჩემპიონმა იმარჯვა

იტალიის ჩემპიონატში გუშინ იმ გუნდების უმრავლესობამ ითამაშა, რომლებიც სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტთა შორის მოიაზრებიან. არც „მილანს", არც „ინტერს" და არც „ნაპოლის" განსაკუთრებით ძლიერი მეტოქე არ ჰყავდათ, მაგრამ არათუ გამარჯვების, არამედ ქულის მოპოვებაც კი მხოლოდ „როსონერიმ" მოახერხა.

ტური „კატანიასა" და „ინტერს" შორის გამართული მატჩით გაიხსნა. კლაუდიო რანიერის გუნდს რომ სიცილიაზე იოლი გასეირნება არ ელოდა, ეს თავიდანვე ცნობილი იყო. მიუხედავად ამისა, სტუმრებმა შეხვედრის სტარტზე ანგარიშის გახსნა მაინც მოახერხეს. მე-6 წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან მაიკონის ჩაწოდების შემდეგ, საჯარიმოს საპირისპირო მხარეს უმეთვალყურეოდ დატოვებულმა კამბიასომ ბურთი „კატანიას" კარში ერთი შეხებით დარტყმით გადაგზავნა.

მე-2 ტაიმი სტუმრებისთვის ძალზე ცუდად დაიწყო. 47-ე წუთზე, ბერგესიომ ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო და საჯარიმომდე დაუბრკოლებლად იარა, ხოლო მისი გადაცემის შემდეგ, კარიდან დაახლოებით თვრამეტ მეტრში მყოფმა ალმირონმა სეზარს აუღებელი დაურტყა.  სამ წუთში, ბერგესიომ ჟულიო სეზართან კონტაქტი საპენალტედ გააფორმა და ლოდის იმ გოლის გატანის საშუალება მისცა, რომელმაც „ინტერი" უქულოდ ზედიზედ მე-2 მატჩში დატოვა.

თანაქალაქელებისგან განსხვავებით, იოლად იმარჯვეს „მილანის" ფეხბურთელებმა, რომლებმაც „პალერმო" გაანადგურეს. ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში, მასპინძლებმა ანგარიში მე-40 წუთზე გახსნეს. ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, მეტოქის საჯარიმოში, იბრაჰიმოვიჩმა ბურთი კარგად მიიღო და აკვილანი შესანიშნავი გადაცემით მოძებნა. მილანელთა მე-18 ნომერმა ცარიელი კარის წინ უმეთვალყურეოდ დატოვებულ ნოჩერინოს უპასა და ამ უკანასკნელს, „მილანის" მაისურით პირველი გოლი თავისი ყოფილი გუნდის კარში გაატანინა. იბრაჰიმოვიჩის კარგ თამაშს მოჰყვა სტუმართა კარში მე-2 გოლის გატანაც. 55-ე წუთზე, შვედი შემტევის ზუსტი გადაცემით მეკარესთან პირისპირ გასულმა რობინიომ მიმდინარე სეზონში თავისი ანგარიში გახსნა. შეხვედრას წერტილი 64-ე წუთზე დაესვა, როდესაც მასპინძლებმა კომბინაცია ძალიან კარგად გაითამაშეს, ხოლო დამაგვირგვინებელ ფაზაში, აბატეს გადაცემის შემდეგ, კასანომ ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა.

ბევრისთვის მოულოდნელად, საკუთარ კედლებში უქულოდ დარჩა „ნაპოლი", რომელიც „პარმასთან" დამარცხდა. „ჯვაროსნებმა" კარგად ისარგებლეს იმით, რომ ნეაპოლელები ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ და მნიშვნელოვანი მატჩის წინ, ვალტერ მაცარის გუნდს მათსავე მოედანზე სძლიეს.

„სან პაოლოზე" გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი მასპინძელი გუნდის უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ნეაპოლელებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. რაც შეეხებათ სტუმრებს, მათ შესვენებამდე სახიფათო მომენტი არც შეუქმნიათ. მასპინძელთა შეტევებით დაიწყო მე-2 ნახევარიც, მაგრამ თამაშის პირველი გოლი მაინც მათ კარში გავიდა. 58-ე წუთზე, ფლოკარიმ გობის ქუსლით უპასა, ხოლო დე სანკტისთან პირისპირ გასულმა მარცხენა მცველმა სტუმრები წინ გაიყვანა. 76-ე წუთზე, ქუსლით გადაცემა უკვე ლავესიმ გააკეთა, რასაც მასკარას გამათანაბრებელი გოლი მოჰყვა, მაგრამ ძირითადი დროის დასრულებამდე 7 წუთით ადრე, ჯოვინკოს მიერ კარის გასწვრივ გაკეთებულ გადაცემას მოდესტო გამოეხმაურა, რომელმაც „ნაპოლი" უქულოდ დატოვა.

 

კატანია-ინტერი 2:1 (0:1)

კატანია, "ანჯელო მასიმინო13000

კატანია(5-3-2): ანდუხარი, ბელუსკი, ლეგროტალიე, სპოლი, ისკო, ალმირონი, ლოდი, რიკიუტი (დელვეკიო 70), მარკეზე, ბერგესიო (ლოპესი 65), გომესი (კატელანი 81).

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.

ინტერი(4-4-2): კასტელაცი, მაიკონი, ლუსიო, სამუელი (კორდობა 62), ნაგატომო, ძანეტი, კამბიასო, მუნტარი, სტანკოვიჩი (ალვარესი 60), მილიტო (სარატე 60), პაცინი.

მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი.

გოლები: 0:1 კამბიასო (6), 1:1 ალმირონი (47), 2:1 ლოდი (50, პენ).

გაფრთხილებები: სპოლი 43, დელვეკიო 79, ბელუსკი 90 - კასტელაცი 50, სარატე 71.

მსაჯი: დანიელე ორსატო.

ბურთის ფლობა: 52%-48%დარტყმა: 9 (5)-4 (2)კუთხური: 6-5თამაშგარე: 4-4სეივი: 1-3,ჯარიმა:13-9.

 

მილანი-პალერმო 3:0 (1:0)

მილანი, "ჯუზეპე მეაცა53000

მილანი(4-3-1-2): აბიატი, აბატე, ნესტა, სილვა (ბონერა 34), ანტონინი, აკვილანი, ვან ბომელი, ნოჩერინო, რობინიო (ემანუელსონი 66), იბრაჰიმოვიჩი, კასანო (ელ შაარავი 78).

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

პალერმო(4-4-2): ცორვასი, პიზანო, სილვესტრე, მილიაჩო, მანტოვანი, ილიჩიჩი, დელა როკა, ბარეტო, ბერტოლო (აკვა 74), ერნანდესი (პინილია 65), მიკოლი (ალვარესი 46).

მწვრთნელი: დევის მანია.

გოლები: 1:0 ნოჩერინო (40), 2:0 რობინიო (55), 3:0 კასანო (64).

გაფრთხილებები:ნესტა 18, რობინიო 29 - ბარეტო 41.

მსაჯი: პაოლო ვალერი.

ბურთის ფლობა: 66%-34%დარტყმა: 16 (12)-3 (0)კუთხური: 10-4თამაშგარე: 3-1სეივი: 0-9,ჯარიმა:11-12.

 

ნაპოლი-პარმა 1:2 (0:0)

ნეაპოლი, "სან პაოლო48000

ნაპოლი(3-4-3): დე სანკტისი, კამპანარო, კანავარო, არონიკა (მასკარა 66), მაჯო, ინლერი (ლუკარელი 85), გარგანო, დოსენა (სუნიგა 75), ჰამშიკი, კავანი, ლავესი.

მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.

პარმა(4-4-1-1): მირანტე, ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი, გობი, ბიაბიანი (ვალიანი 65), ჟადიდი (ბლაზი 83), მორონე, მოდესტო (სანტაკროჩე 87), ჯოვინკო, ფლოკარი.

მწვრთნელი: ფრანკო კოლომბა.

გოლები: 0:1 გობი (58), 1:1 მასკარა (76), 1:2 მოდესტო (83).

გაფრთხილებები: ლავესი 74 - ბიაბიანი 62.

მსაჯი: პაოლო მაცოლენი.

ბურთის ფლობა: 63%-37%დარტყმა: 13 (5)-5 (5)კუთხური: 8-0თამაშგარე: 2-4სეივი: 3-4,ჯარიმა:12-17.


ბომბარდირები

ჯოვინკო („პარმა"), პალასიო („ჯენოა") – 5, დენისი („ატალანტა"), დი ნატალე („უდინეზე") – 4.

 

16 ოქტომბერი

ჩეზენა-ფიორენტინა; ატალანტა-უდინეზე; კალიარი-სიენა; კიევო-იუვენტუსი; ჯენოა-ლეჩე; ნოვარა-ბოლონია; ლაციო-რომა.

კატეგორია: მიმოხილვები | ნანახია: 600 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.6/7
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]