19:13 რას გადაწყვეტს დელ პიერო ?! | |
აშშ-ს საფეხბურთო ლიგას მალე შესაძლოა კიდევ ერთმა ვეტერანმა ვარვსკვლავმა მიაშუროს, საუბარია ტურინის იუვენტუსის ცოცხალ ლეგენდაზე ალესანდრო დელ პიეროზე. როგორც გაირკვა, "ბიანკონერის" ხელმძღვანელობა არ აპირებს კონტრაქტის გახანგრძლივებას დელ პიეროსთან, ასე რომ ლეგენდარული "ათიანის" ტურინიდან წასვლა გარდაუვალია სეზონის ბოლოს. ცნობილი იტალიელი აგენტის ანტონიო კალიენდოს აზრით კი MLS-ი იდეალური ვარიანტი იქნება "პინტურიჩიოსთვის":
"ყველაფერი რომ დელ პიეროზე იყოს დამოკიდებული, რასაკვირველია იგი იუვეში დარჩება, მაგრამ გუნდის ხელმღვანელობა აღარ აპირებს მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას."
"დელ პიეროს თამაში და გოლების გატანა სწყურია, იუვეში კი ეს უკვე შეუძლებელია მისთვის. ალესანდროს კარიერის დასრულებაზე ფიქრიც არ უნდა, ამ შემთხვევაში კი MLS-ი იდეალური ვარიანტი იქნებოდა მისთვის."
"იგი ბექჰემისა და ანრის მსგავსად შესანიშნავ კარიერას აიწყობს მანდ. რასაკვირველია, დელ პიეროსნაირი მეგა-ვარვსკვლავის ხილვა კიდევ ერთი დიდი რეკლამა იქნება ამერიკის ჩემპიონატისთვის."
"არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი. შესაძლოა პინტურიჩიო ბაჯოს მსგავსად მოიქცეს და იტალიის რომელიმე პატარა გუნდს მიაშუროს, როგორც ეს რობერტომ გააკეთა თავის დროზე, როდესაც არჩევანი ბრეშიაზე შეაჩერა."-განაცხადა კალიენდომ Goal.com-თან საუბარში. | |
|