aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 18 » რეია კლოზეს ამჯობინებს
15:33
რეია კლოზეს ამჯობინებს
იტალიის სერია A-ს XVI ტურის ცენტრალური შეხვედრის წინ, რომელშიც რომში მეოთხეადგილოსანი “ლაციო” ერთი საფეხურით მაღლა მყოფ “უდინეზეს” უნდა დაუხვდეს, “არწივების” მთავარმა მწვრთნელმა ედოარდო რეიამ გუნდების მთავარი ფორვარდები, გერმანელი მიროსლავ კლოზე და იტალიელი ანტონიო დი ნატალი შეადარა.
Football Italia-სთან საუბარში, რაღა თქმა უნდა, ედიმ უპირატესობა საკუთარი გუნდის გერმანელ ფორვარდს მიანიჭა და იმედი გამოთქვა, რომ კლოზეს გოლები მათ ამ შეხვედრაში მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარება.
“კლოზე და დი ნატალი, მიუხედავად მათი ასაკისა, შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. ორივე ერთ გუნდში რომ თამაშობდეს, თავდასხმაში დიდებული ტანდემი შედგებოდა. ორივე ჩემპიონია, თუმცა, თუ მაინცდამაინც ერთი უნდა ავირჩიო, კლოზე მირჩევნია. მასსავით კარგად საგოლე მომენტებს ვერცერთი ფორვარდი ვერ იყენებს” - თქვა რეიამ.
33 წლის კლოზესთვის, “ლაციო” პირველი უცხოური კლუბია. მანამდე ის მხოლოდ გერმანიის ბუნდესლიგაში თამაშობდა. სერია A-ში წელს ჩატარებულ 13 შეხვედრაში, მან 8 გოლი გაიტანა. 34 წლის დი ნატალი “უდინეზეში” 2004 წლიდან თამაშობს და წელს ჩჩატარებულ 13 მატჩში 10 გოლი გაიტანა.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 538 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/6
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]