12:15 „რომადან“ კვლავ მხოლოდ ბორინის გააქვს | |
ზედიზედ მე-4 მატჩია, „რომას" მხოლოდ ერთი გოლი გააქვს და როგორც წინა სამ შემთხვევაში, დედაქალაქელთაგან თავი ამჯერადაც 20 წლის თავდამსხმელმა, ფაბიო ბორინიმ გამოიჩინა. ჯერ კიდევ „პარმას" საკუთრებაში მყოფმა იტალიელმა შემტევმა სერია A-ს მე-17 თამაშში მე-9 გოლი გაიტანა და ორმატჩიანი უქულო სერიის შემდეგ, „რომას" სიცილიაზე მოაგებინა. „პალერმოსა" და „რომას" შორის გამართული მატჩის ერთადერთი გოლი ბორინიმ მე-3 წუთზე გაიტანა. მან ლამელას ძალიან კარგი გადაცემა მიიღო და 11 მეტრიდან მეკარეს მარჯვენა ქვედა კუთხეში დაურტყა. | |
|