aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » იანვარი » 22 » სარფიანი წინადადება დელ პიეროსთვის
11:54
სარფიანი წინადადება დელ პიეროსთვის
იტალიური ფეხბურთისა და ტურინის "იუვენტუსის” ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ, ოკეანის გაღმიდან სარფიანი წინადადება მიიღო. თუ 37 წლის ვეტერანი მას დათანხმდება, კარიერის მიწურულს დიდი თანხის გაკეთების საშუალება ექნება.
იტალიური პრესა ირწმუნება, რომ კანადური საფეხბურთო კლუბი "მონრეალი”, მათთან თამაშის სანაცვლოდ დელ პიეროს სეზონში 5 მილიონ დოლარს სთავაზობს.
ალესანდროს "ბებერ ქალბატონთან” მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და იტალიური კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე განაცხადა, რომ მის გახანგრძლივებას არ აპირებს. პარალელურად, დელ პიერო ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას არ აპირებს. ცოტა ხნის წინ ვეტერანმა თქვა, წინააღმდეგი არ ვიქნები კარიერას MLS-ში თუ გავაგრძელებო და სარფიანმა წინადადადებამაც არ დააყოვნა.
"პადოვას” აღზრდილმა ფეხბურთელმა, "იუვენტუსის” მაისური 1993 წელს მოირგო და ეს გუნდი მაშინაც კი არ მიატოვა, როდესაც ის ჩაწყობილი თამაშების გამო სერია B-ში დააქვეითეს. ტურინელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 692 მატჩში, მან 285 გოლი გაიტანა. 1995-2008 წლებში, მან იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 91 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარი 27-ჯერ აიღო.
კატეგორია: იუვენტუსი | ნანახია: 536 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]