სერია A-ს 27-ე ტურში 2 მატჩი პარასკევს გაიმართა. პირველი ნაპოლიმ მოიგო 6:3, მეორე კი მილანის ინტერმა 0:2. ასევე აღსანიშნვი იყო მილანის მატჩიც. როსონერიმ "სან სიროზე"ლეჩე მიიღო და 2:0 დაამარცხა.
27-ე ტურს ინტრიგის გარეშე არ ჩაუვლია. იუვენტუსი - ჯენოას მატჩში მსაჯმა სიმონე პეპეს გოლი არ ჩათვალა, რის გამოც ტურინელებმა პროტესტი გამოაცხადეს.
ასევე ისიც საინტერესოა, რომ Goal-მა ხავიერ ძანეტი წინ წაწია და ნახევარდაცვაში დააყენა.
სერია A: 27-ე ტურის სიმბოლური გუნდი
მეკარე: სებასტიან ფრეი (ჯენოა)
მცველები: ტომას მანფრედინი (ატალანტა), ვალტერ სამუელი (ინტერი), გაბრიელ ჰაინცე (რომა).
ნახევარმცველები: ხავიერ ძანეტი (ინტერი), მარკ ვან ბომელი (მილანი), ფრანჩესკო ლოდი (კატანია), მარკო რიჯონი (ნოვარა).