aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » აპრილი » 25 » შეიძლება თუ არა მესამე ოქროს ვარსკვლავი “იუვეს” ლოგოზე?
17:29
შეიძლება თუ არა მესამე ოქროს ვარსკვლავი “იუვეს” ლოგოზე?
„მათ მაინც 29 ტიტული აქვთ". ძალიან ბევრი ფეხბურთის ნეიტრალური გულშემატკივარი ამ სლოგანს ეთანხმება და „იუვენტუსისათვის" კალჩიოპოლის (ფალსოპოლის) შედეგად ჩამორთმეულ სკუდეტოებს მაინც „ბებერი ქალბატონის" საკუთრებად თვლის.რა თქმა უნდა ამავე აზრზე არის უკლებლივ „ბიანკონეროების" ყველა გულშემატკივარი, თუმცა 29 ნაცვლად, ოფიციალურად 27 სკუდეტო იწერება „იუვეს" სახელზე. როგორც გახსოვთ, 2004-05 წლის ჩემპიონატის შედეგი საერთოდ გაუქმდა, ხოლო 2005-06 წლის სეზონის სკუდეტო კალჩიოპოლის შედეგად გადაეცა მესამე ადგილოსან მილანის „ინტერს".
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ „იუვენტუსი" წელს სკუდეტოს მოიგებს?
იტალიაში გავრცელებულია ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ყოველი მეათე სკუდეტოს შემდეგ, გუნდს უფლება აქვს საკუთარ ლოგოზე ერთი დიდი ოქროს ვარსკვლავი გამოსახოს. წლევანდელი სეზონის ბოლოს, თუ „იუვე" ჩემპიონატს მოიგებს მისთვის ეს რიგით 30-ე სკუდეტო იქნება. ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თავად კლუბი, მისი გულშემატკივარი და ბევრი სხვა ფეხბურთის მოყვარული არ ცნობს კალჩიოპოლის შედეგებს, ამ ყველაფერმა ავტომატურ რეჟიმში უნდა გამოიწვიოს „იუვენტუსის" ლოგოზე მესამე ოქროს ვარსკვლავის გაჩენა. იურიდიულად არც ლიგა კალჩიოს და არც იტალიის ფეხბურთის ფედერაციას არ აქვს უფლება აუკრძალოს გუნდს მსგავსი ვარსკვლავის გამოსახვა ლოგაზე, ვინაიდან მათი დებულებები და რეგლამენტი მსგავს შემთხვევას არ ითვალისწინებს. იტალიის კანონმდებლობით კი გუნდს შეუძლია ნებისმიერი რამ გამოხატოს მაისურზე ან ლოგოზე, რაც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. ვარსკვლავის გამოხატვა კი იტალიის კანონმდებლობით აკრძალული არ არის.
რაც შეეხება სხვა ქვეყნების გამოცდილებას: მაგალითად, გერმანიის ფეხბურთის ლიგამ, რომელიც გერმანული ფეხბურთის ორ უმაღლეს ლიგას კურირებს, 2004 წელს მიიღო გადაწყვეტილება და მათი რეგლამენტით მკაცრად არის განსაზღვრული გუნდების ლოგოებზე საჩემპიონო ვარსკვლავების გამოსახვის რაოდენობა. კონკრეტულად არსებობს სხვადასხვა ზომის და ფორმის ვარსკვლავი, რომელიც 3-5-10 და 20 მოგებულ ჩემპიონატს გამოხატავს. ამ შემთხვევაში როგორც ხედავთ საკითხი მკაცრად რეგლამენტირებულია, რასაც ვერ ვიტყვით იტალიის ფეხბურთის ფედერაციისა და ლიგა კალჩიოს მაგალითზე. ამდენად, იურიდიულად „იუვენტუსს" არაფერი უშლის ხელს იმაში, რომ წელს გაჩემპიონების შემთხვევაში საკუთარ ლოგოზე 30 სკუდეტოს აღმნიშვნელი მესამე ოქროს ვარსკვლავი გამოსახოს.
აქვე შეგახსენებთ, რომ იტალიაში ოქროს ვარსკვლავის ტრადიციას საფუძველი 1958 წელს ჩაეყარა. როდესაც „იუვენტუსმა" თავის რიგით მე-10 სკუდეტო მოიპოვა, იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით ფეხბურთში და ზოგადად სპორტში შეტანილი წვლილისათვის „იუვენტუსმა" მიიღო ოქროს ვარსკვლავი, რომელიც გუნდის მაშინდელ პრეზიდენტს – უმბერტო ანიელის (ანდრეა ანიელის მამა) გადაეცა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ჯილდო სიმბოლურად კლუბის ლოგოზე გამოიხატა და მომდევნო სეზონში „იუვეს" მაისურზე და ლოგოზე ერთი დიდი ოქროს ვარსკვლავი გამოჩნდა. ტურინის "იუვენტუსმა” პირველი ოქროს ვარსკვლავი 1958 წელს გამოისახა მაისურზე, რაც 10 გზის იტალიის ჩემპიონობას ნიშნავდა, ხოლო მეორე ოქროს ვარსკვლავი კი 1982 წელს. ამ კუთხით „ბიანკონეროების" უშუალო კონკურეტებს – მილანის "ინტერს” და მილანის "მილანს” თავთავიანთ ლოგოზე დღემდე თითო ვარსკვალვი აქვთ, შესაბამისად 1966 და 1979 წლებში გამოსახული.
კატეგორია: ლეგენდები | ნანახია: 597 | დაამატა: USER | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]