aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » თებერვალი » 17 » შევჩენკო “მილანის” თამაშით კმაყოფილია
17:56
შევჩენკო “მილანის” თამაშით კმაყოფილია

უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და იტალიური "მილანის” ლეგენდარული თავდამსხმელი ანდრეი შევჩენკო "როსონერის” თამაშით კმაყოფილია. 35 წლის უკრაინელი გუნდის "არსენალთან” მოგებულმა მატჩმა (4:0) აღაფრთოვანა.

"არ დაგიმალავთ, დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი მას შემდეგ, რაც "მილანმა” "არსენალი” დაამარცხა. განსაკუთრებით მომეწონა იტალიელთა საბრძოლო სულისკვეთება და ერთიანობა. მათ მეტოქე იოლი, თავდაჯერებული და მშვიდი თამაშით დაამარცხეს. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები მადრიდის "რეალი” და კატალონიის "ბარსელონა” არიან, მაგრამ ასეთ ტურნირში ყველაფერი შესაძლებელია”, - განუცხადა კიევის "დინამოს” თავდამსხმელმა Gazzetta dello Sport-ს.
შეგახსენებთ, რომ შევჩენკო მილანელთა ღირსებას 1999-2006 წლებში იცავდა, 2008/2009 წლების სეზონი კი, "როსონერიში” იჯარის წესით გაატარა. საერთო ჯამში, უკრაინელმა "მილანის” მაისურით 322 მატჩი ჩაატარა და 175 გოლი მიითვალა.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 566 | დაამატა: USER | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]