aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » თებერვალი » 12 » "სიენამ" მოიგო, მაგრამ... ფავორიტი მაინც "ნაპოლია"
11:41
"სიენამ" მოიგო, მაგრამ... ფავორიტი მაინც "ნაპოლია"
იტალიის თასი. ნახევარფინალი. I მატჩი
სიენა-ნაპოლი 2:1
გოლები: 1:0 რეჯინალდო (42), 2:0 დაგოსტინო (66), 2:1 პეზოლი (86-საკ. კარში).

"ნაპოლის" ჩავარდნა აქვს და ეს იტალიის თასის ნახევარფინალურმა მატჩმაც დაადასტურა. ვალტერ მაძარის გუნდი "სიენას" ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. შედეგი ორივე გუნდისთვის მეტნაკლებად მისაღებია - ტოსკანელებმა გაიმარჯვეს და ეს პატარა საქმე არაა, ნეაპოლელებმა კი მხოლოდ ერთი ბურთის სხვაობით წააგეს და განმეორებითი შეხვედრის წინ ფავორიტებად ითვლებიან.

შეხვედრა სტუმართა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა და მომენტებიც უფრო მეტი მასპინძელთა კართან შეიქმნა, მაგრამ შედეგში ეს ნაკლებად აისახა.

ტოსკანელთა პირველი გოლი რეჯინალდოს ანგარიშზეა, რომელიც პირისპირ დარჩა მორგან დე სანკტისთან, მოატყუა კიპერი და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა, 1:0. მეორე გოლი ტოსკანელებმა ანტრაქტის შემდეგ გაიტანეს - მარცხენა ფრთიდან გაკეთებულ დაბალ გადაცემას დაგოსტინო გამოეხმაურა, უძლიერესად დაარტყა და დე სანკტისს შანსი დაუტოვა, 2:0.

აი, ამის შემდეგ კი ნეაპოლელთა უპირატესობა უკვე კოლოსალური გახდა - სამხრეთელებმა გააძლიერეს დაწოლა და შეხვედრის დასრულებამდე ხუთიოდე წუთით ადრე იმედის გოლი გაიტანეს - მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდებული ბურთი პეზოლიმ საკუთარ კარში გადაგზავნა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა, 2:1.

ბოლო წუთებში ნეაპოლელებს სამჯერ მაინც შეეძლოთ ანგარიშის გაქვითვა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში იშვიათი უზუსტობა გამოავლინეს.

მატჩის შემდეგ, "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ შემდეგი განაცხადა:

"წავაგეთ თამაში, რომელიც ჩვენი გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო. ბოლო დროს, მართლაც ბევრი მატჩი ჩავაგდეთ და დროა, შავი პერიოდი უკან მოვიტოვოთ. ვპირდები გულშემატკივრებს, რომ უკვე მომდევნო შეხვედრაში "ნაპოლი" უფრო კონცენტრირებული და შედეგზე ორიენტირებული იქნება. რაც შეეხება თასის ფინალში გასვლის საკითხს, შანსები 50/50-ზეა და იმედია, განმეორებით პაექრობაში შესაძლებლობებს სრულად წარმოვაჩენთ".
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 519 | დაამატა: USER | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]