18:19 “სიონის” პირველი მოგება, “დილას” შეწყვეტილი სერია.. | |
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის XII ტურის ოთხი შეხვედრა დასრულდა და საინტერესოა, რომ პირველი საამსეზონო გამარჯვება მოიპოვა ბოლნისის “სიონმა”, რომელმაც შინ ზუგდიდის “ბაიას” 2:0 სძლია. იმარჯვა ფოთის “კოლხეთმაც” და ბოლოსწინა ადგილს თავი დააღწია. ზღვისპირელებმა 3:1 აჯობეს რუსთავის “მეტალურგს”. სულაც 3:0 იგებდნენ და ბოლოს ირაკლი მოდებაძემ გაიტანა პრესტიჟის გოლი. “მერანი” მარტვილში შეუჩერებელია და საშუიალო დონის გუნდებთან თითქმის არ ჰკარგავს ქულებს. ამჯერადაც, მარტვილელებმა “გაგრას” პრინციპული შეხვედრა მოუგეს, ელგუჯა გრიგალაშვილის ერთადერთმა გოლმა “მერანს” ხუთეულში ამოაყოფინა თავი. და ოთხმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა გორის “დილამ”, რომელსაც გია ცეცაძის გაშვების შემდეგ, რამაზ სოლოღაშვილმა უთავკაცა. გორელები “ვიტ ჯორჯიასთან” აგებდნენ (ბექა ზაქრაძემ პირველ ტაიმში გახსნა ანგარიში), თუმცა რომან ახალკაცმა 81-ე წუთზე გაათანაბრა. დღესვე კიდევ ორი მატჩია: “დინამო” “სპარტაკს” ეთამაშება, ხოლო იმერულ დერბიში “ზესტაფონი” ქუთაისის “ტორპედოს” უმასპინძლებს. დილა-ვიტ ჯორჯია 1:1 (0:1) გოლები: 0:1 ზაქრაძე (24), 1:1 ახალკაცი (81). კოლხეთი-მეტალურგი 3:1 (1:0) გოლები: 1:0 გვალია (2), 2:0 ცხვიტარია (51), 3:0 ციცხვაია (70), 3:1 მოდებაძე (77). მერანი-გაგრა 1:0 (0:0) გოლი: 1:0 გრიგალაშვილი (67) სიონი-ბაია 2:0 (2:0) გოლები: 1:0 კემუხტაშვილი (21), 2:0 ქუცურუა (34 პენ) შენიშვნები • 2 წრის შემდეგ, I-VIII ადგილზე გასული გუნდები, ურთიერთშეხვედრებში დაგროვილი ქულებით და გატანილ-გაშვებული ბურთებით, ორ წრედ იბრძოლებენ ჩემპიონის ტიტულისა და უეფას ევროპის ლიგის საგზურებისთვის. ბოლო 4 გუნდი კი, პირველი ლიგის ზონებში დაწინაურებულ ორ-ორ გუნდთან ერთად (8 გუნდი ორ წრედ ნულიდან), გაითამაშებენ უმაღლესი ლიგის ოთხ საგზურს. ბომბარდირები 8 - ჩისკო (დინამო), ჯაბა დვალი (ზესტაფონი) (1 პენ.), დიმიტრი ტატანაშვილი (მეტალურგი) (1 პენ.); 5 - რატი წინამძღვრიშვილი (ზესტაფონი) (1 პენ.); 4 - გიორგი მანწკავა (მერანი), ნიკოლოზ გელაშვილი (ზესტაფონი) (1 პენ.); | |
|