17:41 ტურინის "იუვენტუსმა" ანდრეა პირლოს შემცვლელი მოუძებნა | |
ტურინის "იუვენტუსმა" "პესკარას" 19 წლის ნახევარმცველის მარკო ვერატის სატრანსფერო უფლებების 50 პროცენტი 3.5 მილიონ ევროდ შეიძინა. ვერატი ასევე იტალიის ახალგაზრდული ნაკრების წევრიცაა. მისი კონტრაქტის გამოსყიდვას "იუვენტუსი" ამ ზაფხულს აპირებს. ტურინული კლუბის ხელმძღვანელები პერსპექტიულ ფეხბურთელს ანდრეა პირლოს შემცვლელად მიიჩნევენ, როცა 32 წლის ნახევარმცველი გუნდს დატოვებს. შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლოს "ბებერ ქალბატონთან" კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. | |
|