aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 30 » ტიციანო კრუდელი - "მილანის" ყველაზე ემოციური გულშემატკივარი
10:06
ტიციანო კრუდელი - "მილანის" ყველაზე ემოციური გულშემატკივარი
თუ ეს სახელი არაფერზე მეტყველებს, მაშინ თქვენ სიახლეებს ყურადღებას არ აქცევთ. ასე რომ, გაიცანით: YouТube-ს ლეგენდა, ყველაზე ემოციური ტელეკომენტატორი და "მილანის" ყველაზე ერთგული გულშემატკივარი მსოფლიოში.

ამ ადამიანს ნებისმიერი მატჩის სახალისო თავგადასავლად გადაქცევა შეუძლია, მაგრამ მის ხელში ზემოაღნიშნული თამაშის წაყვანა შეუძლებელია. მას მხოლოდ "მილანის" თამაშები მიჰყავს. მას ტიციანო კრუდელი ჰქვია. "რატომ მხოლოდ "მილანი?" - ეკითხებიან კრუდელის. "პატარაობაში "როსონერის" ახალგაზრდულ გუნდში გამოვდიოდი. ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ ამ კლუბის თამაშებს თვალ-ყურს ვადევნებდი. ერთხელ, ყოფილმა თანაგუნდელებმა რადიოთი კომენტატორობა შემომთავაზეს. ბუნებრივია, რომ არ შემეძლო უარის თქმა".

2011 წლის 13 სექტემბერი. "ბარსა"-"მილანის" მატჩში უკვე კომპენსირებული დრო მიმდინარეობს. კუთხურს აწვდის კლარენს ზეედორფი, "როსონერის" ბრაზილიელი მცველი ტიაგო სილვა კი ბურთს თავზე ღებულობს და მეტოქის კარში გზავნის. თითქოსდა წაგებულ მატჩში, "მილანმა" ანგარიში გაათანაბრა, 2:2.
იმ მომენტში როცა ტიციანოს ეს მატჩი ერთ-ერთი იტალიური ტელევიზიით მიჰყავდა, უცბად წამოხტა და გახარების ნიშნად დარბგაზს "ღირსების წრე" შემოუარა. ის ოპერატორებს ეხუტებოდა, ხოლო იქ მყოფი ყველა ქალი გადაკოცნა. ის პერიოდულად მუხლებზე დგებოდა და ხელებით გამოხატავდა იმ ემოციას, რაც იმ მომენტში "მილანის" ერთ-ერთმა წარმატებამ გამოიწვია...


ხედავთ, როგორაა გაგიჟებული სიხარულისგან ტიციანო, ალბათ ყველას გიჩნდებათ კითხვა: როგორ მოხვდა ასეთი ემოციური ადამიანი ტელევიზორში?
"ტელევიზიაში პირველად 70-იანებში მოვხვდი", - აგრძელებს კრუდელი. "ამდენი ხნის განმავლობაში კომენტატორობის უჩვეულო სტილი ჩამომიყალიბდა. ის რასაც მე ვაკეთებ განსხვავდება იმისგან, რასაც ჩემი კოლეგები აკეთებენ. არ დაგიმალავთ, რომ ჩემი ემოციურობა ბევრ სხვა გუნდის გულშემატკივარ მაყურებელს აღიზიანებს. პირდაპირ ვიტყვი, რომ ბევრს არ ვუყვარვარ. ჩემ მისამართით ბევრ მუქარას ვისმენ, მაგრამ ამის მიუხედავად, მე "მილანის" გულშემატკივრად ვრჩები და მთელ ჩემს ემოციებს ამ გუნდს ვუძღვნი".

ამ ყველაფრის მიუხედავად, სინიორ ტიციანოს არამარტო იტალიაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ჰყავს ფანები, მათ შორის საქართველოშიც. მისი პოპულარობა მხოლოდ მატულობს, მაგრამ რაში მდგომარეობს მისი საიდუმლო? "ჩემი მთავარი საიდუმლო იმ გუნდის სიყვარულია, რომლის მატჩებიც მე მიმყავს", - იცინის 68 წლის კომენტატორი. "მესმის მათი, ვინც მე არაობიექტურ ჟურნალისტად მთვლის, ზოგიერთი არც კი მთვლის. ამ ადამიანებს არ ვეთანხმები. მე მხოლოდ ერთადერთი კლუბი მაღელვებს. "როსონერის" გარდა სხვა გუნდი არ მაინტერესებს. უბრალოდ ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. ასე რომ, როცა "შავ-წითლები" ცუდ მატჩს ატარებენ აღიარების გარდა სხვა გზა არ მრჩება.
ჩემი საიდუმლო ისაა, რომ მხოლოდ "მილანის" თამაშებზე ვმუშაობ, ეს კი არ ნიშნავს იმ კლუბის მატჩის წაყვანას, რომლის მიმართაც არაფერს გრძნობ. ალბათ, ჩემთვის უინტერესო თამაშები არ არსებობს. ანდა შეიძლება ისეთ სტილს ვინარჩუნებ, როგორიც რადიოშიც მქონდა..."

მას შემდეგ , რაც "მილანი" იტალიის ჩემპიონი გახდა, თანაგუნდელებთან დანიძლავებულმა განელმა ნახევარმცველმა კევინ პრინს ბოატენგმა "მუნ ვოქი" (მაიკლ ჯეკსონის ცნობილი ცეკვა) სან სიროზე გაკეთებულ სპეციალურ მოედანზე შეასრულა. როცა ამას კრუდელი უყურებდა, ჯერ მუსიკის რიტმს თავის ქნევით აჰყვა, ხოლო როცა ერთ-ერთმა ტელე-წამყვანმა სთხოვა, რომ ბოატენგის ცეკვა გაემეორებინა, მან არც კი უპასუხა. ის უბრალოდ მოემზადა და ნანახი გაიმეორა. ის, რაც ტიციანო კრუდელიმ შემოგვთავაზა, შორს იყო პრინსის ცეკვისგან, მაგრამ ისეთი საინტერესო გამოვიდა, რომ ბოატენგის "ორიგინალზე" მეტად ტიციანოს შესრულება მოეწონათ.


კომენტატორობასა და ტელეგადაცემებში ექსპერტობას დიდი ხანია კრუდელი მისდევს, მაგრამ არც თუ წარუმატებლად წერს წიგნს "მილანზე". ტიციანოს ოფიციალურ საიტზე ტიფოზებს მათ საყვარელ კლუბზე დაწერილი წიგნების გამოწერა შეუძლიათ. ერთ-ერთ წიგნს "კრუდელის "მილანი" ეწოდება და იქ აღწერილია მისი უკანასკნელი 20 წლის შესახებ, თუ როგორ სჯერა "მილანის" და ა. შ. მეორე წიგნს ყველაზე ემოციურმა კომენტატორმა "პაოლო მალდინი" დაარქვა, მაგრამ ღირს კი იმაზე საუბარი თუ რაზეა ის დაწერილი?
კატეგორია: მილანი | ნანახია: 541 | დაამატა: USER | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]