aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » თებერვალი » 12 » უდინეზე - მილანი: ალეგრი მატჩის შემდეგ
16:40
უდინეზე - მილანი: ალეგრი მატჩის შემდეგ
გუშინ სერია A-ს 23-ე ტურში უდინეზემ შინ მილანს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. შეხვედრაში პირველი გოლი დი ნატალემ მე-19 წუთზე გაიტანა. 77-ე წუთზე ანგარიში ლოპესმა გაათანაბრა. საბოლო წერტილი კი ელ შაარვიმ 85-ე წუთზე დასვა.

"ვფიქრობ, რომ კარგი მატჩი ჩავატარეთ." - განაცხადა ალეგრიმ თამაშის შემდეგ.

"შეხვედრა შესანიშნავად დავიწყეთ, თუმცა 19-ე წუთზე დი ნატალემ დაგვსაჯა. მეორე ნახევარში მილანმა გააუმჯობესა თამაშის დონე. ჩვენ უფრო მამაცად ვთამაშობდით და დიდ რისკზეც მივდიოდით."

"შეშფოთებულები ვიყავით უკანასკნელი მატჩების შედეგებით. უდინეზესთან გამარჯვება ნამდვილად საჭირო იყო."

"როცა იბრაჰიმოვიჩი არ არის მოედანზე ფეხბურთელები ახალ-ახალ თვისებებს ავლენენ. დღეს მსგავსი რამ მაქსი ლოპესმა გააკეთა. მან უდიდესი სამუშაო შეასრულა უდინეზესთან მატჩში."

"უდინეზესთან გამარჯვება კარგი იყო, მაგრამ ახალ ჩვენ იუვენტუსთან მატჩზე უნდა გადავერთოთ. ნამდვილად არ ვიცი ეს შეხვედრა იქნება თუ არა გადამწყვეტი, მაგრამ ვიცი, რომ მნიშვნელოვანი იქნება."

შეგახსენებთ, რომ ამჟამად სერია A-ში მილანი იუვენტუსს 2 ქულით უსწრებს, თუმცა ტურინელებს 2 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული, ვიდრე მილანელებს.
კატეგორია: ინტერვიუ | ნანახია: 543 | დაამატა: USER | რეიტინგი: 2.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]