17:08 უფრო მეტი ვიდრე ინცუიცია... | |
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო მომენტში ანტონიო ნოჩერინო, "მილანის" ერთ-ერთ იარაღად იქცა. 0,5 მილიონი ევრო და რიკარდო ფერეირაზე უფლებების ნახევარი "როსონერის" "პალერმოს" ნახევარმცველის გადმობირებაში დაეხმარა. ლასანა დიარას უარმა, რომელიც "მილანში" გადასვლასთან ახლოს იყო, ნოჩერინოს მილანურ გრანდში გადასვლის საშუალება მისცა. ამიერიდან ნოჩერინოს დაცვაში მოთამაშე ნახევარმცველს ნუღარ უწოდებთ, რადგან ანტონიო თანამედროვე ფეხბურთელია, რომელსაც დაცვაშიც და შეტევაშიც კარგად შეუძლია თამაში. ცოტა ტექნიკურობამ და კარგმა შეტევითმა თვისებებმა ის "როსონერის" თითქმის შეუცვლელ ფიგურად აქცია. უნდა აღინიშნოს, რომ "ბოლონიასთან" მატჩში მისი არყოფნა იგრძნობოდა. გალიანიც გამოტყდა, რომ ნოჩერინოთი ის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ საათებში, რამდენიმე ფეხბურთელის ტრავმისა და წარუმატებელი მოლაპარაკების შემდეგ დაინტერესდა. ალბერტო აკვილანისთან ერთად, რომელიც "კალიარისთან" პირველივე წუთიდან დაიწყებს თამაშს, ანტონიოს თავისი შემსრულებლობით ტიფოზების გაოცება შეუძლია. ინტუიცია და გამართლება უფრო მეტია, ვიდრე კარგი შენაძენი. | |
|