16:24 ვიდალი და ბონუჩი “ნოვარასთან” მატჩს გამოტოვებენ | |
მომდევნო მატჩში, რომელსაც ტურინის "იუვენტუსი” გამართავს, დისკვალიფიკაციის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებენ ლეონარდო ბონუჩი და არტურო ვიდალი. საქმე ისაა, რომ უკანასკნელ ტურში რომში "სტადიო ოლიმპიკოზე” ორივე მათგანმა მსაჯისაგან ყვითელი ბარათი დაიმსახურა, რაც თითოეული მათგანისთვის მეოთხე აღმოჩნდა. მეტოქე მომდევნო მატჩში კი "ბებერი ქალბატონისათვის” ჩემპიონატის აუტსაიდერი "ნოვარა” იქნება, რომელსაც საკუთარ "იუვენტუს არენაზე” დაუპირისპირდება. მასპინძლებისაგან განსხვავებით სრული შემადგენლობით იქნებიან სტუმრები.
| |
|