22:17 ზეედორფი “რომას” წინააღმდეგ ითამაშებს | |
“მილანის” ოფიციალური საიტის ცნობით, კლარენს ზეედორფმა ტრავმა სრულად მოიშუშა და გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა. ვეტერანმა ჰოლანდიელმა ბოლოს 2 ოქტომბერს, “იუვენტუსის” წინააღმდეგ ითამაშა (0:2). სულ კი, მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა “მილანის” ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ გუნდს მეკარე მარკო ამელიაც დაუბრუნდა. ორივე ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონატის უახლოეს ტურში თავისი კლუბის დახმარებას შეძლებს. სერია A-ს მე-10 ტურში “მილანი” გასვლით მატჩში “რომას” დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი შაბათს, 29 ოქტომბერს გაიმართება. | |
|