14:19 ადრიანოსთვის იუვენტუსი და ბაიერნი იბრძოლებენ | |
როგორც Sport.es. იტყობინება, "ბარსელონას" მარცხენა ნახევარმცველი ადრიანო ზაფხულში შესაძლოა ტურინის "იუვენტუსში" ან "ბაიერნში" აღმოჩნდეს. როგორც წყაროსთვის ცნობილი გახდა, 27 წლის ფეხბურთელი უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ ვითარდება მისი კარიერა კამპ ნოუზე. ფეხბურთელს მისთვის გამოყოფილი სათამაშო დრო და ხელფასი არ აწყობს ხელს. შეგახსენებთ, რომ ადრიანო "ბარსელონაში" 2010 წელს "სევილიადან" გადავიდა. კლუბთან კონტრაქტი მას 2014 წელს ეწურება. | |
|