16:39 ალბერტინიმ, იბრაჰიმოვიჩი “ბარსას” ვერ მოერგოო | |
იტალიის ეროვნული ნაკრების, "მილანისა” და "ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა დემეტრიო ალბერტინიმ ესპანურ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი კატალონელთა საფეხბურთო ფილოსოფიას ვერ მოერგო. "ჩემთვის იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოს ხუთ საუკეთესო თავდამსხმელთაგანია. მას ყველაფერი შეუძლია. თუმცა, საქმე ისაა, რომ "ბარსელონაში” ისეთი ფეხბურთელები არიან, რომელთაც გარკვეული თვისებები აქვთ, ხოლო მას თავისუფალი ზონები და ინდივიდუალური თამაში ჭირდება. სწორედ ასე თამაშობს ზლატანი "მილანში”, რომელსაც, ჩემი აზრით, უფრო მიესადაგება. "ბარსელონას” სათამაშო ფილოსოფიას კი ვერ მოერგო”, – თქვა ალბერტინიმ. შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი "ბარსელონაში” 2009-2011 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 42 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა. | |
|