aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » აპრილი » 20 » ალეგრი: ბარბარას გამო პატოსთან პრობლემა არ მაქვს
16:39
ალეგრი: ბარბარას გამო პატოსთან პრობლემა არ მაქვს

როგორც მოგეხსენებათ სილვიო ბერლუსკონის შვილი, ბარბარა ბერლუსკონი მილანის ბრაზილიელი ფორვარდის, ალესანდრო პატოს საყვარელია.

 

ბარბარა ხშირად ადევნებს მილანის თამაშებს თვალს და იმასაც ხედავს, რომ მისი მეწყვილე ხშირად სკამზე ზის და ვერ ხვდება ძირითად შემადგენლობაში (მართალია ახლა ტრავმა აქვს პატოს, თუმცა იგი მიმდინარე სეზონში ძირითადად სათადარიგო ფეხბურთელად მოიაზრებოდა). სწორედ ამიტომ იტალიური გამოცემები იტყობინებოდნენ, რომ ბარბარასა და ალეგრის შორის უთანხმოება იყო, თუმცა ეს ყველაფერი დღეს მასიმილიანომ უარყო.

 

"ნამდვილად არ მაქვს უთანხმოება არც პატოსთან და არც ბარბარა ბერლუსკონისთან. ნამდვილად სამწუხაროა, რომ ბრაზილიელ ფორვარდს ტრავმა აქვს და ვერ ეხმარება გუნდს. მან წელს უფრო დიდი დრო ლაზარეთში გაატარა ვიდრე კლუბთან ერთად." - აცხადებს ალეგრი.


კატეგორია: მილანი | ნანახია: 623 | დაამატა: USER | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]