aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » თებერვალი » 11 » ალეგრი: "მილანი ყველა ტურნირზე იბრძოლებს"
16:58
ალეგრი: "მილანი ყველა ტურნირზე იბრძოლებს"
მასიმილიანო ალეგრიმ უდინეზესთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი გუნდი ამჟამად კრიზისში არ იმყოფება.
 
შეგახსენებთ, რომ მილანმა კოპა იტალიის 1/2 ფინალურ მატჩში შინ იუვენტუსთან წააგო, თუმცა ალეგრი იმედს არ კარგავს და აცხადებს, რომ მისი გუნდი ყველა ტურნირში განაგრძობს ბრძოლას
 
"არ მიმაჩნია, რომ მილანი ახლა კრიზისში იმყოფება." - განცხადა ალეგრიმ.
 
"როსონერი ჯერ კიდევ ყველა ტურნირში იბრძვის. მიუხედავად იმისა, რომ იუვენტუსმა სან სიროზე 2:1 იმარჯვა, ჩვენ შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედს არ ვკარგავთ."
 
"მილანმა უკანასკნელი 5 მატჩიდან 3 წააგო. ეს შედეგი უნდა გავაუმჯობესოთ. ახლა მთავარი ქულების დაგროვებაა."
 
"ტაქტიკურად რომ ვთქვათ ეს ნამდვილად რთული მატჩი იქნება. ფრთხილად უნდა ვიყოთ, როგორც დაცვაში ასევე თავდასხმაში." - განაცხადა ალეგრიმ უდინეზესთან გასამართ მატჩზე.
 
"იბრაჰიმოვიჩმა ნაპოლისთან შეცდომა დაუშვა და იგი ახლა სათანადოდ ისჯება."
კატეგორია: ინტერვიუ | ნანახია: 554 | დაამატა: USER | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]