aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » იანვარი » 4 » ალეგრი: შელაპარაკება იყო
13:01
ალეგრი: შელაპარაკება იყო
ბოლო პერიოდში, ძალიან ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ მასიმილიანო ალეგრისა და ალეშანდრე პატოს შორის შავმა კატამ გაირბინა, რამაც შესაძლოა ბრაზილიელი ფორვარდის სხვა გუნდში გადაბარგება გამოიწვიოს. 

დასახელდა კონკრეტული ვარიანტებიც, რომელთა შორის ყველაზე აქტუალური მისი ფრანგულ პსჟ-ში გადასვლა გახლდათ. ეს ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა უარყო, თუმცა არ დამალა, რომ ალეგრისთან არც თუ კარგი ურთიერთობა აქვს და ამის ნიადაგზე, მასთან მცირე შელაპარაკებაც კი მოუვიდა. ამ საკითხზე კომენტარი "მილანის" თავკაცმაც გააკეთა და შემდეგი განაცხადა:

"პატო ძალიან ახალგაზრდაა, მხოლოდ 22 წლის და მესმის, რომ ბევრ რამეს ემოციურად აღიქვამს. მას უნდა, რომ ყველა შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყოს და ეს ჩემთვის ნაცნობი სიტუაციაა. მცირე შელაპარაკებას მართლაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ამისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, ასეთი რამეები გუნდის ყოველდღიურ ყოფაში ჩვეულებრივი მოვლენაა. 

დარწმუნებული ვარ, რომ ალეშანდრესთან არავითარი პრობლემა არ მექნება და ჩვენ ჩვეულებრივად გავაგრძელებთ ერთი საქმის კეთებას. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ ვარჯიებზე ბოლომდე იხარჯება და სურს, უფრო და უფრო მეტი ისწავლოს. საქმისადმი ასეთი მიდგომით, ის მუდამ სასურველი ფეხბურთელი იქნება ჩემი "ფორმაციის "მილანისათვის". ასე რომ, სანერვიულო არაფერია და მინდა ვთხოვო ჟურნალისტებს, რომ ბუზისგან სპილოს ნუ აქცევენ".
კატეგორია: ინტერვიუ | ნანახია: 550 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/3
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]