17:31 ალეგრიც ადასტურებს! | |
"მილანის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი, რომელიც ამჟამად გუნდთან ერთად დუბაიში იმყოფება, Sky-ს კორესპონდენტებს დაუკავშირდა. "ჩემსა და პატოს შორის არანაირი პრობლემა არაა. ის უბრალოდ თავის ფორმასა და ტრავმის უარყოფით გავლენაზე წუხდა. შეუძლებელია, რომ მუდმივად გუნდის ლიდერი იყო, რადგან ხანდახან ჩავარდნებსაც აქვს ადგილი, რაც ბუნებრივია. ჩვენ შორის კონფლიქტი არაა: ის მშვენივრად ვარჯიშობს და უკმაყოფილებას არ გამოთქვამს. ტევესი? ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ის ჯერ ჩვენთან ერთად არაა. "იუვენტუსი"? ჩვენ მათი არ გვეშინია. მათ მაღალი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავთ, მაგრამ "მილანს" სკუდეტოს მოსაგებად ყველა რესურსი აქვს".
| |
|