aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » თებერვალი » 9 » ანტონიო კონტე: “ვამაყობ ჩემი ბიჭებით”
12:04
ანტონიო კონტე: “ვამაყობ ჩემი ბიჭებით”
ანტონიო კონტეს გუნდში მოსვლასთან ერთად „იუვენტუსმა“ შედეგიანი ასპარეზობა დაიწყო და ეს კიდევ ერთხელ გუშინ საღამოს იტალიის თასის ნახევარფინალის პირველ მატჩში – მილანში „სან სიროს“ სტადიონზე დამტკიცდა, სადაც შეიძლება ითქვას, რომ მეორე შემადგენლობით „ბებერმა ქალბატონმა“ იტალიის მოქმედი ჩემპიონი „მილანი“ დაამარცხა ანგარიშით 1:2.

გთავაზობთ კონტეს მატჩის შემდგომ კომენტარს:

„მთელი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, მითუმეტეს მათით, ვინც ახლახანს შემოგვიერთდა, ან თუნდაც მათით ვისაც თამაშის ნაკლები შანსი ეძლეოდა აქამდე. თუმცა განსაკუთრებით გამოვარჩევდი ახალწვეულების გუნდში ინტეგრაციას. სამი ბოლო შენაძენიდან, ბორიელოს ყველაზე ნაკლებად უნდა გასჭირვებოდა დღეს, იმიტომ, რომ ის ერთ თვეზე მეტია უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს, ასევე შეიძლება ითქვას პადოინზე, რომელმაც იცის ჩემი მუშაობის სტილი ჯერ კიდევ „ატალანტადან“. აი რაც შეეხება მარტინ კასერესს, ტაქტიკის თვალსაზრისით ის ჩვენ დაცვისთვის უფრო გვჭირდება და ამ მხრივ მას მოუწევს მუშაობა, რათა გააუმჯობესოს ხარისხი, მისი შეტავაში თამაშით კი რათქმაუნდა დღეს ნასიამოვნები ვართ თითოეული ჩვენგანი. ეს მატჩი წარმოადგენს დასტურს ჩვენი თამაშის ხარისხის გაუმჯობესებისა და იმისა, თუ რა გავაკეთეთ სეზონის დასაწყისიდან დღემდე. კონკრეტულად ამ მატჩს რაც შეეხება, ცვლილებები შევიტანე ტაქტიკური კუთხით. „სიენასთან“ მატჩისაგან სრულებით განსხვავებულად ვითამაშეთ, მაშინ როცა ფაქტიურად გუნდის ძირითადის ნახევარი შემადგენლობა არ მყავდა, ასეთი ძირეული ტაქტიკური ცვლილება შესაძლებელია უშედეგო აღმოჩენილიყო, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ამ ბიჭებს გააჩნიათ ენთუზიაზმი, ისინი ოცნებობენ და იციან ის, რომ მათი ოცნების ახდენა მხოლოდ უდიდესი შრომის შედეგად იქნება შესაძლებელი. მთელი გულით მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს მათი თავდადებისათვის, როგორც ახალწვეულებს, ასევე მათ ვისთან ერთადაც გასული ზაფხულის შემდეგ ვმუშაობ“ – განაცხადა ანტონიო კონტემ.
ამის შემდეგ კონტე რამდენიმე სიტყვით ემანუელე ჯაკერინის შეეხო: „ჯაკერინის საუკეთესო იარაღი არის მისი დინამიურობა, მითუმეტეს, რომ ის ძლიერია როგორც ტექნიკურად, ასევე ტაქტიკურადაც საკმაოდ ჭკვიანი ფეხბურთელია. ემანუელე კარგად შეერწყა ჩვენს გუნდს, რაც უფრო მეტ კმაყოფილებას მძენს პირადად მე, ვინაიდან მიმაჩნია, რომ უცხოელ ფეხბურთელში 30 მილიონი ევროს გადახდა სულაც არაა საჭირო, როდესაც გუნდში მსგავსი ფეხბურთელები გყავს. მე მჯერა რომ მას მაღალ დონეზე თამაში შეუძლია და არ გამოვრიცხავ, რომ ივნისში ის სურპრიზი აღმოჩნდეს ბევრისთვის“.
კონტემ უშუალოდ იტალიის თასზეც და მის ფინალზე ისაუბრა: „1:2 გამარჯვების მიუხედავად ვთვლი, რომ ნახევარფინალის ორ მატჩიანი დაპირისპირების ბედი ჯერ არ გადაწყვეტილა, მითუმეტეს საქმე გვაქვს ისეთ დიდ გუნდთან, როგორიც „მილანია“ და რომელსაც შეუძლია ლეგენდარული სპექტაკლები დადგას ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან. ასე რომ ფინალამდე ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო“ – აცხადებს ანტონიო კონტე.
კატეგორია: იუვენტუსი | ნანახია: 542 | დაამატა: USER | რეიტინგი: 0.0/0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]