10:02 “ბაიერნი” შეაჩერეს, “რეალი” - ვერა | |
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, მადრიდის "რეალი” ერთადერთი გუნდია, რომელიც ასპროცენტიან შედეგს 3 თამაშის შემდეგაც ინარჩუნებს. გუშინდელ სათამაშო დღეს, მადრიდული გუნდის შედეგის გამეორება "ბაიერნს” შეეძლო, მაგრამ მიუნხენელებმა ნეაპოლში მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. ტურის ცენტრალური მატჩი სწორედ "ნაპოლისა” და "ბაიერნის” დაპირისპირება იყო. ნეაპოლში გამართულ მატჩში ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-2 წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან ბოატენგის მიერ გაკეთებული გადაცემა კროოსმა საჯარიმოს წინა ხაზთან დაუბრკოლებლად მიიღო და ახალგაზრდა შემტევს აღარც ანგარიშის გახსნა გასჭირვებია. ანგარიშში წონასწორობა 39-ე წუთზე აღდგა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შეჭრილი მაჯოს გადაცემის შემდეგ, ბადშტრუბერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მე-2 ტაიმის დასაწყისში, გომესს "ბაიერნის” წინ გაყვანა შეეძლო, მაგრამ გერმანელმა თავდამსხმელმა, 11 მეტრიდან, მეკარეს ვერ აჯობა. დაახლოებით იმავე სცენარით წარიმართა ჯგუფის მე-2 მატჩიც, მაგრამ განსხვავება ის იყო, რომ შეხვედრის მიწურულს, "სიტიმ” გამარჯვების მომტანი გოლის გატანა მოახერხა. ნეაპოლში გამართული დაპირისპირების მსგავსად, ანგარიში "სიტი”-"ვილიარეალის” მატჩშიც პირველივე წუთებზე გაიხსნა და ამჯერადაც მასპინძელი გუნდის კარის ბადე შეირხა. მე-4 წუთზე, "სიტის” ფეხბურთელებმა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს დაუდევრად ითამაშეს და ბურთი მეტოქეს ჩააბარეს, რასაც ჯერ როსის დარტყმა, შემდეგ კი კანის დამატებაზე თამაში და ანგარიშის გახსნა მოჰყვა. ჯგუფის მე-2 შეხვედრის მსგავსად, ანგარიში ამ მატჩშიც პირველი ტაიმის მიწურულს გათანაბრდა და ამ შემთხვევაშიც ავტოგოლით. 43-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან კოლაროვის ჩაწოდების შემდეგ, ბურთზე თამაში ჯეკოს მარჩენამ დაასწრო, რომელმაც საკუთარი კარი დალაშქრა. "სიტიმ” დიდი უპირატესობა სამი ქულის მომტან გოლად მატჩის მიწურულს აქცია, როდესაც ბერის ფლანგური გადაცემის შემდეგ სილვა ქუსლით დარტყმას ცდილობდა და მართალია ესპანელმა გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ შორეულ ძელთან ბურთს აგუერო დახვდა, რომელმაც გუნდს ძალზე საჭირო გამარჯვება მოუტანა. აქტივში პირველი 3 ქულა ჩაიწერა კიდევ ერთმა მანჩესტერულმა გუნდმა, რომელმაც "ოცელულთან” იმარჯვა. ბევრისთვის მოულოდნელად, "მანჩესტერს” უსახელო გუნდის დამარცხება გაუჭირდა. ალექს ფერგიუსონის გუნდმა პირველი გოლი მხოლოდ 64-ე წუთზე გაიტანა და არც იმის თქმა შეიძლება, რომ "წითელი ეშმაკები” მანამდე განსაკუთრებით დიდ უპირატესობას ფლობდნენ. 64-ე წუთზე, კოსტინმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და რუნის თერთმეტი მეტრიდან ანგარიშის გახსნის საშუალება მისცა. მალევე, ვიდიჩს არბიტრმა სახიფათოდ თამაში არ აპატია და სტუმრები მოედანზე კაცნაკლული დატოვა, მაგრამ შეხვედრის მიწურულს, მასპინძლებიც იგივე დღეში ჩააგდო, უჩვენა რა პერენდიჟას მე-2 ყვითელი ბარათი. 90-ე წუთზე, რუნის წაქცევისთვის, მასპინძელთა საჯარიმოში მე-2 თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც დაზარალებულმა თავად შეასრულა ზუსტად. ბოლო წლებში "რეალის” რისხვად მოვლენილ "ლიონთან” მადრიდულმა გუნდმა იოლი გამარჯვება მოიპოვა. ყველასთვის ცხადია, რომ "ლიონს” უწინდელი ძალა აღარ აქვს და არც "რეალია” ის გუნდი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლა წლების განმავლობაში ოცნებად ჰქონდა ქცეული. გუშინდელ შეხვედრაში, მადრიდული გუნდი გამოკვეთილი ფავორიტი იყო და ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა გულშემატკივრებს იმედი არ გაუცრუეს, დააფიქსირეს რა "რეალისა” და "ლიონის” ურთიერთშეხვედრების ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიში. "სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ მატჩში, ანგარიში "ლიონის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ქარიმ ბენზემამ გახსნა, რომელმაც რონალდუს თავური გადაცემა გოლად ახლო მანძილიდან დარტყმით აქცია. მე-2 ტაიმის დასაწყისში, კარგად მოთამაშე ბენზემამ ხედირა ისეთ პოზიციაში დატოვა, რომ გერმანელ ნახევარმცველს მხოლოდ ზუსტად დარტყმაღა დარჩენოდა. 55-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეჭრილი იოზილი კარის გასწვრივ გადაცემის გაკეთებას აპირებდა და მართალია მან მიზანს ვერ მიაღწია, მაგრამ ბურთი საკუთარ კარში ლორისმა ჩაჭრა. შეხვედრას წერტილი სერხიო რამოსმა დაუსვა, რომელმაც 81-ე წუთზე, კუთხურიდან მოწოდებული ბურთისთვის ბრძოლა მოიგო და სტუმართა კარი ძლიერი დარტყმით აიღო. გამარჯვება ზედიზედ მე-2 გასვლით მატჩში იზეიმა "ინტერმა”, რომელიც B ჯგუფს სათავეში ჩაუდგა. საფრანგეთის ჩემპიონთან, "ლილთან” გასვლაზე გამართულ მატჩში, მილანელებმა ანგარიში 21-ე წუთზე გახსნეს, როდესაც სარატეს გადაცემა პაცინიმ გოლად ეფექტური დარტყმით აქცია. შეხვედრის დარჩენილ დროში, დიდ უპირატესობას ფრანგები ფლობდნენ, მაგრამ "ინტერმა” სასურველი ანგარიშის შენარჩუნება მაინც მოახერხა . ცსკა-ტრაბზონსპორი 3:0 (1:0)მოსკოვი, "ლუჟნიკი” 18000 ცსკა (4-4-2): გაბულოვი, ფედოტოვი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, ა. ბერეზუცკი, ძაგოევი, მამაევი (სემბერასი 69), ალდონინი, ტოსიჩი (კაუნა 62), დუმბია (რაჰიმიჩი 88), ვაგნერ ლავი. მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი. ტრაბზონსპორი (4-4-1-1): ძენგინი, ჩელუსტკა, გლოვსკი, კაჩარი, ჩეხი (საპარა 75), ბალცი, კოლმანი, ზოკორა, ალანზინიო (ბროზეკი 46), მიერზეიევსკი, ალტინტოპი (აკგუნი 90). მწვრთნელი: შენოლ გიუნეში. გოლები: 1:0 დუმბია (29), 2:0 კაუნა (76), 3:0 დუმბია (86). გაფრთხილებები: მამაევი 15 – გლოვაცკი 22, ზოკორა 42, კოლმანი 74. მსაჯი: მარკ კლატენბრუგი (ინგლისი). ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 11 (4)-10 (1), კუთხური: 1-9, თამაშგარე: 0-10, სეივი: 1-0,ჯარიმა: 15-17. ნაპოლი-ბაიერნი 1:1 (1:1) ნეაპოლი, "სან პაოლო” 47000 ნაპოლი (3-4-3): დე სანკტისი, კამპანარო, კანავარო, არონიკა, მაჯო, გარგანო, ინლერი (სანტანა 89), სუნიგა, ჰამშიკი (მასკარა 90), კავანი (ჯემაილი 80), ლავესი. მწვრთნელი: ვალტერ მაცარი. ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი, ბოატენგი, ვან ბუიტენი, ბადშტრუბერი, ლამი, ტიმოშჩუკი, შვაინშტაიგერი, მიულერი, კროოსი, რიბერი (ალბა 90), გომესი (ლუიზ გუსტავო 90). მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი. გოლები: 0:1 კროოსი (2), 1:1 ბადშტრუბერი (39, ს.კ.). 49-ე წუთზე, გომესმა ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი (მეკარე). გაფრთხილებები: კანავარო 28, მაჯო 42, სუნიგა 45, ლავესი 64 – ბადშტრუბერი 7, შვაინშტაიგერი 27, რიბერი 59, მიულერი 79, კროოსი 84. მსაჯი: ოლეგარიო ბენკუერენსა (პორტუგალია). ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 3 (1)-10 (4), კუთხური: 4-5, თამაშგარე: 3-0, სეივი: 4-0, ჯარიმა: 13-24. სიტი-ვილიარეალი 2:1 (1:1) მანჩესტერი, "ეტიჰადი” 42236 მანჩესტერი (4-2-3-1): ჰარტი, საბალეტა, კომპანი, ლესკოტი, კოლაროვი, დე იონგი (აგუერო 62), ი. ტურე, ჯონსონი (ბერი 40), სილვა, ნასრი (მილნერი 80), ჯეკო. მწვრთნელი: რობერტო მანჩინი. ვილიარეალი (4-2-3-1): ლოპესი, საპატა, მარჩენა, როდრიგესი, კატალა, ვალერო, ბრუნო, კანი (გასპარი 82), დე გუზმანი (გულიონი 88), პერესი (ვაკასო 80), როსი. მწვრთნელი: ხუან გარიდო. გოლები: 0:1 კანი (4), 1:1 მარჩენა (43, ს.კ.), 2:1 აგუერო (90). გაფრთხილებები: კატალა 33, როსი 68, გასპარი 90. მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი). ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 14 (7)-12 (4), კუთხური: 5-3, თამაშგარე: 9-1, სეივი: 3-6,ჯარიმა: 8-13. ლილი-ინტერი 0:1 (0:1) ვილანოვ დ’ასკი, "ლილ მეტროპოლი” 17000 ლილი (4-3-3): ენიეამა, დებუში, ბაზა, შეჯუ, ბერია, ბალმონი (გუეიე 81), მავუბა, პედრეტი (პაიე 63), კოული (ობრანიაკი 74), სოვი, აზარი. მწვრთნელი: რუდი გარსია. ინტერი (4-3-1-2): სეზარი, მაიკონი, ლუსიო, კივუ, ნაგატომო, ძანეტი, მოტა, კამბიასო, სნეიდერი (სტანკოვიჩი 67), სარატე (ობი 63), პაცინი (მილიტო 81). მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი. გოლი: 0:1 პაცინი (21). გაფრთხილებები: ჩეჯუ 43, პედრეტი 55 – კივუ 41, მოტა 51. მსაჯი: ჰოვარდ უები (ინგლისი). ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 9 (5)-4 (3), კუთხური: 12-3, თამაშგარე: 4-4, სეივი: 2-5, ჯარიმა: 17-18. ოცელული-მანჩესტერი 0:2 (0:0) ბუქარესტი, "ნაციონალი” 49500 ოცელული (4-3-3): გრაჰოვაცი, რაპა, კოსტინი, პერენდიჟა, სალაგეანუ, ნეაგუ (პენა 72), ფილიპი, გიურგიუ, ანტალი, პუნოსევაცი (ვილიანტი 87), ფრუნსა (ილიე 83). მწვრთნელი: დორინელ მუნტეანუ. მანჩესტერი (4-4-2): ლინდეგაარდი, ფაბიო (ჯონსი 76), ვიდიჩი, სმოლინგი, ევრა, ვალენსია (ევანსი 71), კერიკი, ანდერსონი, ნანი, რუნი, ერნანდესი. მწვრთნელი: ალექს ფერგიუსონი. გოლები: 0:1 რუნი (64, პენ), 0:2 რუნი (90, პენ). გაფრთხილებები: რაპა 52, პერენდიჟა 56, ნეაგუ 62, კოსტინი 64, გიურგიუ 81 – კერიკი 55. გაძევებები: პერენდიჟა 89 – ვიდიჩი 67. მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია). ბურთის ფლობა: 37%-63%, დარტყმა: 8 (2)-10 (7), კუთხური: 2-1, თამაშგარე: 3-1, სეივი: 4-2, ჯარიმა: 18-11. ბაზელი-ბენფიკა 0:2 (0:1) ბაზელი, "სენტ იაკობ პარკი” 30000 ბაზელი (4-4-2): სომერი, შტაინჰიოფერი, აბრაჰამი, დრაგოვიჩი, პარკი, შაქირი, ჰუგელი (ჩიპერფილდი 85), ქსაკა (კაბრალი 80), ფ. ფრაი (დაოგარი 66), შტრელერი, ა. ფრაი. მწვრთნელი: ჰაიკო ფოგელი. ბენფიკა (4-3-3): არტური, პერეირა (ვიტორი 78), გარაი, ლუიზაო, ემერსონი, სეზარი, გარსია, გაიტანი, აიმარი (ნოლიტო 67), როდრიგო (კარდოსო 71), ვიტსელი. მწვრთნელი: ჟორჟე ჟეზუში. გოლები: 0:1 სეზარი (20), 0:2 კარდოსო (75). გაფრთხილებები: შტრელერი 35, ჰუგელი 74, შაქირი 90, ა. ფრაი 90 – ემერსონი 42, არტური 90. გაძევება: ემერსონი 86. მსაჯი: ვიკტორ კაშაი (უნგრეთი). ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 14 (9)-7 (5), კუთხური: 2-4, თამაშგარე: 6-2, სეივი: 3-9, ჯარიმა: 12-20. რეალი-ლიონი 4:0 (1:0) მადრიდი, "სანტიაგო ბერნაბეუ” 76102 რეალი (4-2-3-1): კასილიასი, არბელოა, პეპე, რამოსი, მარსელო, ხედირა (კოენტრაუ 62), ალონსო, დი მარია, იოზილი (კაკა 66), რონალდუ, ბენზემა (ჰიგუაინი 72). მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო. ლიონი (4-2-3-1): ლორისი, რევეიერი, ლოვრენი, კონე, სისოკო, ფოფანა, კელსტრომი, ბრიანი, გურკუფი (ედერსონი 66), ბასტოსი, გომისი (დაბო 80). მწვრთნელი: რემი გარდი. გოლები: 1:0 რონალდუ (19), 2:0 ხედირა (48), 3:0 ლორისი (55, ს.კ.), 4:0 რამოსი (81). გაფრთხილებები: ალონსო 40, რონალდუ 85 – კონე 69, ბრიანი 76. მსაჯი: სიუნეიტ ჩაქირი (თურქეთი). ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 17 (8)-4 (1), კუთხური: 8-1, თამაშგარე: 5-5, სეივი: 1-4, ჯარიმა: 9-9. დინამო ზ-აიაქსი 0:2 (0:0) ზაგრები, "მაკსიმირი” 30000 დინამო ზ. (4-2-3-1): კელავა, ვიდა, ტონელი, სიმუნიჩი, იბანესი, კაბელო (ტომეჩაკი 80), ლეკო, ბადელჟი (კოვაჩიჩი 46), სამირი, რუკავინა, ბექირაი (პოკრივაცი 69). მწვრთნელი: კრუნოსლავ იურჩიჩი. აიაქსი (4-3-3): ვერმეერი, ვან დერ ვილი, ალდერვაირელდი, ვერტონგენი, ანიტა, ენოჰი, ერიკსენი (ლოდეირო 90), იანსენი, სულეიმანი, დე იონგი, ბოერიგტერი (ბულიკინი 70). მწვრთნელი: ფრანკ დე ბური. გოლები: 0:1 ბოერიგტერი (49), 0:2 ერიკსენი (90). გაფრთხილებები: ვიდა 13, კაბელო 26, იბანესი 45, სამირი 61, შიმუნიჩი 76, ტომეჩაკი 86 – ბოერიგტერი 44. მსაჯი: მანუელ გრეფე (გერმანია). ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 10 (7)-18 (11), კუთხური: 2-9, თამაშგარე: 2-2, სეივი: 7-7,ჯარიმა: 16-12. | |
|