15:37 ბალოტელი საკუთარი სახლის ქურდად მიიღეს | |
მანჩესტერული "სიტის” იტალიელი ფორვარდი მარიო ბალოტელი ისევ კრიმინალური ქრონიკის ფურცლებზე მოხვდა, თუმცა, ამჯერად - მეზობლების დამსახურებით. ფოიერვერკებთან დაკავშირებული ინცინდენტის შემდეგ, მან ბინის გამოცვლა გადაწყვიტა და კვირა საღამოს, მეგობრებთან ერთად, სახლიდან ელექტროხელსაწყოები გამოჰქონდა. ფხიზელ მეზობლებს ეგონათ, რომ ქურდებს წაასწრეს და პოლიცია გამოიძახეს. ინგლისელმა სამართალდამცველებმა ბალოტელი დააკავეს, მაგრამ მისი ვინაობის დადგენის შემდეგ გაათავისუფლეს. ბრიტანული მედიის ცნობით, ფეხბურთელს ბოდიშიც მოუხადეს. შეგახსენებთ, რომ იმ დღეს "სიტი” "ლივერპულს” სტუმრად ფრედ, 1:1 ეთამაშა. "ქალაქელთა” თავკაცმა რობერტო მანჩინიმ ბალოტელი შეხვედრაში 65-ე წუთზე ჩართო, იტალიელმა კი, ნდობა "დაუფასა” და 77-ე და 83-ე წუთებზე მიღებული ყვითელი ბარათების შემდეგ, თამაში ვადაზე ადრე დატოვა. | |
|