ბარსელონა - მილანი ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგა 1/4 ფინალი თარიღი: 3 აპრილი, 22:45 სთადგილი: ესპანეთი, ბარსელონა, "კამპ ნოუ" შემადგენლობები : - ბარსელონა: Valdes, Dani Alves, Pique, Puyol, Adriano, Thiago, Busquets, Iniesta, Sanchez, Messi, Cesc.
- მილანი: Abbiati, Abate, Nesta, Mexes, Antonini, Seedorf, Ambrosini, Nocerino, Boateng, Ibrahimovic, Robinho.
ბარსელონას წინასამატჩო მდგომარეობა ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე "ბარსელონამ" ლა ლიგის ბოლო მატჩში ბრწყინვალე შთაბეჭდილება "ატლეტიკის" 2-0 დამარცხების შემდეგ შეიქმნა. სავარაუდოდ კატალონიელებს "მილანთან" ვერ დაეხმარება ჩავი, რომელსაც კუნთის ტრავმა აწუხებს. როგორც ჩვეულებრივ "ბარსას" კვლავ დააკლდებიან ერიკ აბიდალი და დავიდ ვილა. პეპს უკვე მოეხსნა მარცხენა მცველის პრობლემატური პოზიცია, რადგანაც ადრიანომ უკვე მოიშუშა ტრავმა და მან "ატლეტიკის" წინააღმდეგ თამაში შეძლო. ასევე კატალონიურ გრანდს "მილანთან" მატჩში დაეხმარება სესკ ფაბრეგასი, რომელმაც ადრიანოს მსგავსაც ტრავმა მოირჩინა. მილანის წინასამატჩო მდგომარეობა მასიმილიანო ალეგრის გუნდს უკვე დაუბრუნდა დისკვალიფიკაცირებული მარკ ვან ბომელი, მაგრამ ის მაინც ვერ მოხვდა ალეგრის 23 კაციან სიაში.ტიაგო სილვა კვლავ ტრავმირებულია და მის ადგილს გამოცდილი ალესანდრო ნესტა დაიკავებს, რომელმაც გასაოცარი მატჩი ჩაატარა "სან სიროზე". "როსონერის" ყველაზე დიდი მონაგები მაინც ალესანდრო პატოა, რომელმაც უკვე ივარჯიშა გუნდთან ერთად. გავიხსენოთ, რომ ჯგუფურ ეტაპში მან "ბარსელონას" გოლი გაუტანა (2:2). ბრაზილიელი ფეხბურთელი პარასკევს ამერიკიდან დაბრუნდა, სადაც მან გამოკვლევები ჩაიტარა.სავარაუდოდ ის სასტარტო თერთმეტეულში არ შევა, თავდამსხმელების როლს კი კვლავ ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და რობინიოს ტანდემი დაიკავებს.
საინტერესო ფაქტები: 1) "ბარსელონა" ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე 2009 წლის ოქტომბერში "რუბინთან" 2-1 დამარცხდა. 2) გვარდიოლას გუნდს უკანასკნელი 30 მატჩიდან ოცდაათივეში ჰქონდა გოლი გატანილი. ეს სერია სან სიროზე მას შემდეგ შეწყდა, რაც მილანთან შეხვედრა 0:0 დასრულდა. 3) მესი თუ დღეს ჰეთ-თრიკს შეასრულებს, მაშინ იგი იქნება ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტი გოლი ექნება გატანილი ლიგის 1 სეზონში. მას ჩემპიონთა ლიგაზე 12 გატანილი გოლი აქვს, ხოლო სარეკორდო ნიშნული 14-ია. 4) ეს გუნდები ერთმანეთს სულ 14-ჯერ შეხვედრილან. აქედან 5 ბარსელონამ მოიგო, 4 მილანმა, 5 მატჩი კი ფრედ დასრულდა. 5) ალეგრის გუნდს ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონში გასვლითი მატჩი მოგებული არ აქვს. 6) "როსონერიმ" 1994 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსელონა" 4-0 დაამარცხა.
|