15:21 ბოატენგი: ”ატალანტა” უფრო რთული მეტოქეა ვიდრე ”ინტერი” | |
კევინ პრინს ბოატენგი ”ატალანტასთან” მატჩამდე ქადაგებს, რომ ეს იქნება უფრო რთული მატჩი, ვიდრე მეთვრამეტე ტურში ”ინტერთან” დერბი. "მილანის" ოფიციალურ არხთან ინტერვიუში, ბოატენგმა მოუწოდა კოლეგებს, რომ ამ კვირაში მთელი ყურადღება გადაიტანონ სტეფანო კოლანტუონოს მიმართ. სეზონის პირველი დერბი მომდევნო კვირას იქნება, მაგრამ ამ კვირას ”მილანი” მიფრინავს ბერგამოში რომ შეხვდეს ადგილობრივ "ატალანტას", შეგახსენებთ, რომ სეზონის დასაწყიში "ნერიაძური" (ატალანტასაც ასე მოიხსენიებენ ავტ.) დააჯარიმეს, ჩამოაჭრეს რამოდენიმე ქულა, რომ არა ეს შემთხვევა ”ატალანტასა” და "ინტერს” თანაბარი ქულები ექნებოდათ. ”მატჩი ”ატალანტას” წინააღმდეგ იქნება უფრო რთული ვიდრე დერბი”,- აცხადებს შემტევი ნახევარმცველი . ”ისინი თავს კარგად იცავენ, ჩვენ წინააღმდეგ თამაშობენ თავდაცვით თამაშს, ეს ჩვენთვის ძალიან რთულია”. ბოატენგმა გაგვიზიარა თავისი ემოციები მიმდინარე სეზონში, შეგახსენებთ, რომ მან უარი განაცხადა აფრიკის თასზე მონაწილეობაზე. ”ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გავხდეთ ჩემპიონები. მე ვვარჯიშობ მილანელოზე ყოველ დღე და ვემზადები სკუდეტოს მოსაგებად. ვნახოთ, თუ შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის მოგებაც არ იქნება ურიგო”. შეგახსენებთ ”შავი ვარსკვლავი”-ს დაპირებას, რომ თუ ”მილანი” ჩემპიონთა ლიგას ტრიუმფით დაასრულებს, იგი მორიგ ტატუს გაიკეთებს.
| |
|