16:17 ბოატენგის დამხმარე - საუკეთესო, მეორე პლანზე... | |
ალბერტო აკვილანი - ბოატენგის დამხმარე - საუკეთესო, მეორე პლანზე... ალბერტო აკვილანი მატჩში მეორე ტაიმში, მასიმო ამბროზინის ნაცვლად ჩაერთო: ალეგრიმ სათადარიგოთა სკამზე დატოვა იგი დასვენებისთვის, თუმცა იმ იმედით, რომ ალბერტო ისევე წარმატებით ჩაერთვებოდა თამაშში როგორც გასულ კვირაში. მოედანზე კი შემდეგი ხდებოდა, "ლეჩე" ყველა კომპონენტში ჯაბნიდა "მილანს": შეცდომები ყველა მხრივ, აშკარა სირთულეები ნახევარდაცვაში, სადაც "მილანელთა" გადაცემებს ბრწყინვალედ ჭრიდნენ "ჯალოროსის" ფეხბურთელები. ამ დროს, მოედანზე შედის კევინ-პრინს ბოატენგი, რამდენიმე წუთში კი ალბერტო აკვილანი - ორი "საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი", მათ დაიბრუნეს ბურთი და როგორც შემდეგ გაირკვა, მათვე შემოაბრუნეს "როსონერის" თამაში, ისევე როგორც გასულ მატჩში. ყველაზე დიდი ქება კი მაინც ბოატენგს ეკუთვნის, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა და ნამდვილად დაიმსახურა მატჩის "საფეხბურთო ოსკარი". "პალერმოსა" და "ბატეს" შემდეგ ეს გახდა კიდევ ერთი, რიგით მესამე მატჩი, სადაც ისინი 46-ე წუთის შემდეგ ჩაერთვნენ თამაშში და იპოვეს გუნდის სტრუქტურა და ბალანსი. ბოამ ხომ სწორედ აკვილანის გადაცემის შემდეგ გაიტანა მეორე გოლი "ბატეს" კარში. ამისთვის აპლოდისმენტები ეკუთვნის კევინ-პრინს ბოატენგს, თუმცა აპლოდისმენტები ეკუთვნის მის დამხმარესაც, საუკეთესოს მეორე პლანზე - ალბერტო აკვილანის...
| |
|