14:54 ბოატენგს სანაკრებო კარიერის დასრულება უნდა | |
იტალიის “მილანის” ნახევარმცველმა კევინ პრინს ბოატენგმა განის ფეხბურთის ფედერაციას წერილით მიმართა, რომელშიც ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულების სურვილი გამოხატა. ამის შესახებ განის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. ასეთი გადაწყვეტილება ფეხბურთელმა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო. ბოატენგს კონსულტაცია ექიმთან გაუვლია, რომელმაც ურჩია ნაკრებში გამოსვლაზე უარი ეთქვა. განის ფეხბურთის ფედერაციას ნახევარმცველის წერილთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია. 24 წლის ბოატენგმა 2010-2011 წლებში განის ნაკრებში 9 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. | |
|