aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 26 » ბონუჩი: ” საოცარი პირველი ტაიმი იყო “
22:51
ბონუჩი: ” საოცარი პირველი ტაიმი იყო “
ლეონარდო ბონუჩი "იუვენტუსის” მიერ ჩატარებული პირველი ტაიმით აღფრთოვანებულია. "ბებერი ქალბატონის” მცველი გუშინდელ შეხვედრას პოზიტიურად აფასებს: " საოცარი შეხვედრა ჩავატარეთ, განსაკუთრებით ეს პირველ ნახევარს ეხება. რა თქმა უნდა, გამარჯვებით ყველანი ბედნიერები ვართ, მით უმეტეს, რომ ამ სამმა ქულამ პირველ პოზიციაზე დაგვაბრუნა. ახლა საშუალება გვაქვს შაბათის დაპირისპირებისთვის მთელი რესურსებით მოვემზადოთ. მინდა, გატანილი გოლი ჩემს ცოლსა და ოჯახს მივუძღვა, რომელიც ჩემთვის ყოველთვის მოტივატორის როლს თამაშობდა. მინდა ხაზი გავუსვა, გოლის აღნიშვნაში ფანებისადმი არანაირი ჟესტი არ ყოფილა, უბრალოდ მთელი ემოცია გადმოვეცი. ” -ბონუჩის გოლის შემდეგ "ფიორენტინამ” იოვეტიჩის დარტყმის წყალობით ანგარიშის გათანაბრება შეძლო, მაგრამ საბოლოო წერტილი ალესანდრო მატრიმ დასვა, 2-1.
კატეგორია: იუვენტუსი | ნანახია: 565 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/7
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]