aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 17 » ბროკი: “სიმულაციას ადგილი არ ჰქონია”
20:15
ბროკი: “სიმულაციას ადგილი არ ჰქონია”
რომაული დერბის შემდეგ, "ლაციოს” ნახევარმცველმა, კრისტიან ბროკიმ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მე-2 ტაიმის დასაწყისში, როდესაც მისი წაქცევისთვის თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, სიმულაციას ადგილი არ ჰქონია.
"შეტევაში ჩავერთე იმიტომ, რომ მივხვდი, ერნანესის პასი გავიდოდა და ასეთ დროს, "რომას” მცველებს თამაში უჭირდათ. ჩემი მხრიდან, სიმულაციას ადგილი არ ჰქონია. კიაერმა ხელით დამიჭირა და მართალია მალევე გამიშვა, მაგრამ ესეც საკმარისი იყო.
მხოლოდ მას, ვისაც რომაულ დერბიში უთამაშია, შეუძლია მიხვდეს, თუ რა მნიშვნელობის იყო ეს მოგება. გულშემატკივრების გახარება გვსურდა, რადგან ისინი ამას დიდხანს ელოდნენ. იმედი მაქვს, ეს მოგება ულტრასებსაც დააწყნარებს, რადგან მათ ჩვენს მწვრთნელთან პრეტენზიები ჰქონდათ” – ციტირებს ბროკის სიტყვებს Sky Italia.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 530 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/6
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]