17:24 ბუფონი: ” შურისძიება გვწყურია “ | |
"იუვენტუსი” პირველი წრის ბოლო მატჩს ერთპიროვნული ლიდერის სტატუსით ხვდება და უკან 18 მატჩიანი წაუგებელი სერიაც მოსდევს. ხვალ გასამართ უმნიშვნელოვანეს მატჩზე კლუბის პირველი ნომერი ჯანლუიჯი ბუფონი საუბრობს. შეგახსენებთ, გამარჯვების შემთხვევაში, "ბიანკონერები” პირველი წრის ჩემპიონობას გაინაღდებენ… ” ეს შეგრძნება თითქოს რაღაც ახალია, თუმცა რამდენიმე წლის წინ ლიდერობაში უჩვეულო არაფერი იყო. კარგია, რომ ჩველ ადგილებს ვუბრუნდებით. ამას დიდი სურვილისა და შეურისძიების გრძნობით ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, წაუგებელ სერიაში დიდი წვლილი დაცვას მიუძღვის, მაგრამ მთავარი მთელი გუნდის შეთანხმებული მოქმედება და მეტოქეზე პრესინგია. ” ” რომელ სეივს გამოვყოფდი წელს? ვფიქრობ, "მილანთან” მატჩისას, ბოატენგის დარტყმულის. ვიცი, დიდად სანახაობრივი არ ყოფილა, ბევრს, შესაძლოა, მარტივადაც მიაჩნია, მაგრამ ვინც ამ საქმეში ერკვევა, იცის, რაოდენ რთულია ასეთი ბურთის მოგერიება. ” " "ატალანტასთან” დაუნდობელი დაპირისპირება გველოდება. ბერგამოელებთან ყოველთვის ასეა ხოლმე, მით უმეტეს, რომ წელს კარგ თამაშს აჩვენებენ. ასეა თუ ისე, აუცილებელია შევინარჩუნოთ სატურნირო პოზიცია, რომელსაც ახლა ვიკავებთ. ” -აცხადებს ბუფონი.
| |
|