17:51 ბუფონი: ” “სკუდეტოზე” ლაპარაკი სიგიჟეა “ | |
ჯიანლუიჯი ბუფონი “რომასთან” დაპირისპირებამდე რამდენიმე დღით ადრე “სკუდეტოზე” საუბარს სიგიჟედ მიიჩნევს. შეგახსენებთ, “ბიანკონერი” ერთადერთი გუნდია, რომელიც “სერია ა” -ში დღემდე წაუგებლად ასპარეზობს, “ბებერი ქალბატონი” 13 შეხვედრაში აღებული 29 ქულით პირველ პოზიციას იკავებს: ” ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ ჰაერივით გვჭირდება დამშვიდება. ჯერ კიდევ უამრავი თამაშია ჩასატარებელი, წინ ნახევარ სეზონზე მეტია. ეს დიდი გზაა და არ მსურს, ფანებმა ნაადრევი დასკვნები გააკეთონ. ასო “ს” -ზე დაწყებული სიტყვა რომ ვთქვა, გიჟი უნდა ვიყო, ეს მხოლოდ ცრუ-თავმდაბლობის გამოძახილი არაა. არ დაგავიწყდეთ, შარშან შობის დროს მეორე პოზიციაზე ვიყავით, მაგრამ შემდეგ ბედმა გვიღალატა. ამდენმა, ერთდროულად ექვსმა ტრავმამ, ცხრილის ფსკერამდე დაგვაქვეითა. რეალური სურათი მაშინ გამოჩნდებოდა, ლაზარეთში 1-2 მათგანი რომ მოხვედრილიყო. იგივეა დღესაც, ჩვენი რეალური ძალა მაშინ გამოჩნდება, თუ ასეთი მომენტი დაგვიდგა. ” -აცხადებს ბუფონი. | |
|