aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 23 » ჩაშლილი მატჩი და მეკარის მიერ გაფენილი გულშემატკივარი
16:48
ჩაშლილი მატჩი და მეკარის მიერ გაფენილი გულშემატკივარი
დიდი სკანდალით დასრულდა ჰოლანდიის 2011 წლის საფეხბურთო სეზონი. გუშინ ჰოლანდიის თასის მატჩები იმართებოდა, რომელთაგანაც უდავოდ "აიაქსისა" და "ალკმაარის" მატჩი იყო გამორჩეული. მატჩი "აიაქსის" უპირატესობით დაიწყო და საკმაოდ საინტერესოდაც მიიოდა. მეცხრე წუთზე ანგარიში გრეგორი ვან დერ ვილმა გახსმა, გულშემატკივრები უკეთესი სანახაობის მოლოდინში იყვნენ, მაგრამ მოხდა ისე, რომ შეხვედრის 37 წუთზე მატჩი ჩაიშალა. ეს ყველაფერი გამოიწვია "ალკმაარის" მეკარის ესტებან ალვარადოსა და "აიაქსის" გულშემატკივრის ცუდმა საქციელმა. მოედანზე მოულოდნელად ამსტერდამელთა გულშემატკივარი გადახტა და “ალკმაარის” მეკარისკენ, ესტებან ალვარადოსკენ გაეშურა. თავიდანვე ჩანდა, რომ გულშემატკივარი მეკარისკენ კარგი გაზრახვით არ მიდიოდა, მაგრამ მეკარე არ გაქცეულა. პირიქით, ის მომზადებული დახვდა თავდამსხმელს და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ფეხქვეშ გაიფინა. ესტებანმა ფანი გაზონზე დააგდო და წიხლები ურტყა, მეკარე ისეთ ეშხში შევიდა, რომ ლამის გულშემატკივრის საშველად მისული სტიუარდიც ფანს ზედ მიაყოლა. როგორც იქნა, მოახერხეს და გულშემატკივარი მინდვრიდან გაიყვანეს, ხოლო "ალკმაარის" მეკარესთან შეხვედრის მთავარი მსაჯი ბასა ნეიჰუისი მივიდა და მას წითელი ბარათი უჩვენა ძალადობის აქტის გამო. ამ ყველაფრის გამო "ალკმაარის" მოთამაშეები გადაირივნენ, მსაჯს მისცვივდნენ და კამათი დაუწყეს, ხოლო ესტებანი სასწრაფოდ მოედნიდან გაიყვანეს, რომ მსაჯსაც გულშემატკივრის ბედი არ გაეზიარებინა. საბოლოოდ, საქმეში "ალკმაარის" მთავარი მწვრთვნელი გერტიან ვერბეეკი ჩაერთო, რომელმაც თავისი გუნდის მოთამაშეები მინდვრიდან გაიყვანა. შესაბამისად მატჩი 37 წუთზე შეწყდა. ამის შემდეგ "აიაქსის" მოთამაშეები საკუთარ ფანებს დაემშვიდობნენ.ახლა კი ორივე გუნდი ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილებას ელიან. სავარაუდოდ, "ალკმაარს" მატჩის 3:0 წაგება ჩაეთვლება, ამის გარდა ორივე გუნდს ფულადი სანქციები ელის, ხოლო თავად "ალკმაარის" მეკარეს ესტებან ალვარადოს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ელის. იხილეთ ამ ინციდენტის ვიდეო.

Ajax - AZ Alkmaar Maçında Skandal by
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 536 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/7
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]