aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » მარტი » 1 » დედე ” იუვენტუსის ” დაინტერესებაზე საუბრობს
21:29
დედე ” იუვენტუსის ” დაინტერესებაზე საუბრობს

ანდერსონ ვიტალ და სილვამ , რომელიც უფრო მეტად , ფართო აუდიტორიისთვის ცნობილია როგორც დედე – Gazzetta dello Sport – თან საუბარში , კომენტარი გააკეთა ტურინის ” იუვენტუსის ” მის მიმართ დაინტერესების შესახებ : ” ვიცი , რომ ბიანკონერის ხელმძღვანელობა არა ერთხელ დაუკავშირდა ” ვასკო და გამას ” მმართველებს ჩემი ტრანსფერის შესახებ . მინდა ხმამაღლა განვაცხადო , რომ ამ ეტაპზე მთავარია წარმატებას მივაღწიო ლიბერტადორეს თასსზე , რომელიც ხელ ფეხს გამიხსნის , კარიერის ევროპაში გასაგრძელებლად  ".


” ვესაუბრე ფელიპე მელოს , რომელიც ვფიქრობ არც თუ ისე კარგ დროს მოხვდა , არც თუ ისე კარგ იუვეში . თუმცა , მან მითხრა რომ სრული სიმშვიდიდით გადავსულიყავი ამ კლუბში , რომელსაც შეუძლია უმაღლესი მწვერვალების დაპყრობა . ეს არის გუნდი , რომელიც მხარდაჭერას მთელი იტალიის მაშტაბით გრძნობს . დღეისათვის კი ისინი სკუდეტოსთვის იბრძვიან . მილანი ? უპოპულარულესია , რომელშიც გენიალური მცველი ტიაგო სილვა ასპარეზობს , მაგრამ არც იუვეში არიან ნაკლები ავტორიტეტები . ბუფონი – უდიდესი სურვილი მაქვს მასთან ერთად ვიასპარეზო .  რა ეტაპზეა მოლაპარაკებები ? თქვენ ფეხბურთელს ესაუბრებით და არა მენეჯერს . დღეისათვის კონცენტრაციას ნაკრებზე ვახდენ . წინ ოლიმპიადა გველოდება და მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ . სპეციალისტები ამბობენ , რომ მეორე სართულზე საუკეთესო ვარ ? ამაში დიდწილად სიმაღლე მეხმარება . ყველაფერთან ერთად ფეხებში სუფთად ვარდნაზეც მომიწევს მუშაობა . დუნგა მიიჩნევს , რომ ახალი ლუსიო ვარ ? სასიამოვნოა ! თუმცა , ლუსიო ხომ ბრაზილიური ფეხბურთის ერთ ერთი თვალსაჩინო მოთამაშეა , მე კი ჯერ ჯერობით არაფერი მომიგია . გზავნილი იუვეს ? ვასკო და გამაში თავს კარგად ვგრძნობ და ჯერ ჯერობით წასვლას არ ვჩქარობ , მაგრამ სასიამოვნოა როდესაც შენით ასეთი დიდი გუნდია დაინტერესებული ” .

კატეგორია: იუვენტუსი | ნანახია: 522 | დაამატა: USER | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]