17:51 დელ პიეროს თამაში 40 წლამდე სურს | |
ტურინის "იუვენტუსის” ცოცხალმა ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას უახლოესი სამი წლის განმავლობაში არ აპირებს. არადა, ცოტა ხნის წინ კლუბმა და ფეხბურთელმა განაცხადეს, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს თანამშრომლობას შეწყვეტდნენ. "თამაში 40 წლამდე მსურს. არ მინდა ვილაპარაკო იმაზე, კარიერას როდის დავასრულებ და ამ მომენტს მშვიდად შევხვდები. რაც იქნება, იქნება”, – იუწყება დელ პიეროს სიტყვებს ესპანური გამოცემა El Pais-ი. დელ პიერო "იუვენტუსში” 1993 წლიდან გამოდის და გუნდის რიგებში ყველა რანგის ტურნირში ჩატარებულ 684 შეხვედრაში 285 გოლი გაიტანა. | |
|