18:31 დილით ანტონიო კასანომ ბურთთან ერთად ივარჯიშა | |
პრესკონფერენციაზე, მასიმილიანო ალეგრიმ იმედი გამოთქვა, რომ მალე დავინახავთ ანტონიო კასანოს მოედანზე, როგორც კი ყველა სამედიცინო ტესტს გაივლის. აქვე შეგახსენებთ იმ ფაქტსაც, რომ იტალიელ თავდამსხმელს, ანტონიო კასანოს აქვს გულ–სისხლძარღვთა პრობლემა. "რომასთან" გამართული მატჩის შემდეგ, როდესაც გუნდი თვითმფრინავით დაბრუნდა ანტონიო ცუდად გახდა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ხოლო ახლა კასანო, თავს შესანიშნავად გრძნობს და სულ მალე მოედანს დაუბრუნდება. ასევე "მილანის" თავკაცმა, აღნიშნა ის ფაქტიც, რომ სულ მალე ვან ბომელი დაუბრუნდება მოედანს და შაბათს გასამართი მატჩისთვის მზად იქნება, სადაც "მილანი" "სან–სიროზე""ფიორენტინას" უმასპინძლებს. | |
|