19:05 გატუზო ბრუნდება | |
მილანის თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ პსჟ-თან ამხანაგური მატჩისთვის ჯენარო გატუზო უკვე მწყობრში იქნება. 33-წლის ფეხბურთელი 9 სექტემბრის შემდეგ არ გამოსულა მოედანზე, მიზეზი კი თვალის ტრავმა იყო. მილანი და პსჟ ერთმანეთს დუბაიში დაუპირისპირდებიან ამხანაგურ ტურნირზე, ამ ფაქტთან დაკავშირებით ალეგრიმ უკვე გამართა პრეს კონფერენცია: "რინო უკვე მწყობრშია და შეძლებს მოედანზე გამოსვლას, მინიმუმ 45 წუთით."-განაცხადა იტალიელმა. გატუზო "როსონერიში" 1999 წლიდან ბურთაობს და ამ დროის განმავლობაში მრავალი აღმასვლა და დაცემა განიცადა. ჯენარომ მილანში 2 ჩემპიონთა ლიგა მოიგო, სანაკრებო დონეზე კი მსოფლიო ჩემპიონატი. ამჟამად გატუზო უკვე ასაკშია, თუმცა კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს. | |
|