18:01 გუდიონსენმა ფეხი მოიტეხა | |
ქართველთათვის კარგად ნაცნობმა აეკ-ის თავდამსხმელმა, ეიდურ გუდიონსენმა მძიმე ტრავმა მიიღო. 33 წლის ისლანდიელი საბერძნეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში “ოლიმპიაკოსთან” მატჩში დაშავდა. მან ფეხი მოიტეხა და შეხვედრის 46-ე წუთზე მოედანი იძულებით დატოვა. ექიმთა ვარაუდით, გუდიონსენი ფეხბურთს ოთხ თვეში დაუბრუნდება. ბერძნულ პრესაში საუბრობენ, რომ დიდი შანსია, ვეტერანმა შემტევმა კარიერის დასრულება გადაწყვიტოს. ცნობისთვის, აეკ-ისა და “ოლიმპიაკოსის” დაპირისპირება ფრედ – 1:1 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ გუდიონსენი ბერძნულ კლუბში 2011 წელს “სტოკიდან” გადავიდა და აეკ-თან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. | |
|