aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » მარტი » 8 » ჰამშიკი: "ნაპოლიმ" "მილანის" შეცდომა არ უნდა გაიმეოროს"
14:57
ჰამშიკი: "ნაპოლიმ" "მილანის" შეცდომა არ უნდა გაიმეოროს"
მარეკ ჰამშიკმა Marte Sport Live-ს მისცა ინტერვიუ, სადაც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელსაც მისი გუნდი "ჩელსისთან" გამართავს.

"ვცდილობთ, ყველა თამაშს ერთნაირად შევხედოთ. ამ კვირაში "კალიარისთან" ვითამაშებთ, შემდეგი "ჩელსია", რომელსაც ყველა მოუთმენლად ელის. "მილანმა" ლონდონში ბევრი შეცდომა დაუშვა, რის გამოც ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ეს ყველაფერი. 

უნდა გავაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც
"როსონერიმ" პირველ ტაიმში ვერ შეძლო. მაქსიმალურად კონცენტრაციაა საჭირო. ჩვენმა მეტოქემ FA თასზე მოიგო, რომელსაც დი მატეო თავკაცობდა. ახალი მწვრთნელის მოსვლა შოკსა და დამოკიდებულების შეცვლას იწვევს რაღაცებისადმი. შეიძლება, ეს ჩვენ ხელს არ გვაძლევდეს, მაგრამ ამის გამო აზრი არ უნდა შევიცვალოთ. 

"არისტოკრატები"
შეგვიტევენ. ასე რომ, ჩვენი კონტრ-შეტევის დუეტი ყოველთვის საშიში უნდა იყოს. ამ ასპექტში თავიანთი საქმის ოსტატები კავანი და ლავეცი არიან. ამჟამად ჩვენ საკუთარ თავზე ვფიქრობთ და მაცარის მითითებებს ვასრულებთ, რომ მომავალი თამაშებისთვის კარგად მოვემზადოთ".
კატეგორია: ნაპოლი | ნანახია: 544 | დაამატა: USER | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]