11:31 ჰამშიკისთვის ბრძოლაში რეალი და ლივერპული ჩაერთნენ | |
"ლივეპრულის" სამიზნე მარეკ ჰამშიკი უკვე რეალის რადარზეცაა. 24 წლის ფეხბურთელს დალგლიში უკვე რამდენიმე თვეა ადევნებს თვალყურს და ზაფხულში მის შეძენას გეგმავს. იტალიურ პრესაში ალაპარაკდნენ იმის შესახებ, რომ თუკი ჟოზე მოურინოი "მადრიდის რეალში" დარჩება ჰამშიკის გადაბირებას ისიც ეცდება. ჰამშიკი ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფეხბურთელია ევროპაში და მის შეძენას ბევრი კარგი კლუბი ცდილობს, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ თუკი "წითლებს" სლოვაკი ვარსკვლავის "ენფილდზე" მიყვანა სურთ საკმაოდ დიდი თანხის გაღება მოუწევთ.
ჰამშიკის საწყისი ფასი ცნობილია და იგი 26 მილიონ ევროს უდრის. | |
|