12:54 იბრა: შეიძლება მწვრთნელი გავხდე | |
ბოლო პერიოდში, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ხშირად ლაპარაკობს იმის შესახებ თუ როდის დაასრულებს საფეხბურთო კარიერას და რით დაკავდება მას შემდეგ, რაც ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს. ადრე რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, რომ არასდროს გახდებოდა მწვრთნელი, თუმცა პოზიცია შეუცვლია და დღეს, ისეთი კატეგორიული აღარ არის, როგორც უწინ. მოვუსმინოთ "მილანის" შვედ თავდამსხმელს: "აპენინებზე თავს ბედნიერად ვგრძნობ, "მილანში" კიდევ ორი-სამი წელი ვაპირებ თამაშს და შემდეგ ალბათ დავასრულებ კიდეც კარიერას. რაც შეეხება ჩემს სამწვრთნელო პერსპექტივას, დღეს ამაზე ლაპარაკი უაზრობაა, რადგან წინ ზემოთხსენებული წლები მაქვს, რაც ცოტა ნამდვილად არ არის. ზოგადად, მწვრთნელობაზე ნამდვილად არ ვფიქრობ და დღეს ამის არავითარი სურვილი არ მაქვს, მაგრამ რა იქნება მომავალში, რთული სათქმელია. მახსოვს, ჰენრიკ ლარსონმა პირადად ჩემთან არაერთხელ განაცხადა, რომ მწვრთნელი არასდროს გახდებოდა, მაგრამ დღეს სწორედ ამ საქმით არის დაკავებული. კიდევ ერთხელ ვამბობ, მწვრთნელობა ჩემს გეგმებში არ შედის, მაგრამ არაა გამორიცხული, პოზიცია შევიცვალო".
| |
|