12:59 იბრაჰიმოვიჩი: “ეს ბურთი სახლში მიმაქვს” | |
იტალიური "მილანის” შვედი თავდამსხმელი - ზლატან იბრაჰიმოვიჩი, "პალერმოსთან” სტუმრად 4:0 მოგებულ მატჩში შესრულებული ჰეთ თრიკის შემდეგ, ამაღლებულ განწყობაზეა. მან მეტოქის კარი, 13 წუთის ინტერვალში (22-ედან 35-ემდე) სამჯერ დალაშქრა და პრაქტიკულად, მატჩის ბედიც აქ გადაწყდა. "ბურთი, რომლითაც ვითამაშე და რომლითაც 3 გოლი გავიტანე, სახლში მიმაქვს. თანაგუნდელებს ვთხოვ, რომ მასზე ხელმოწერა გააკეთონ”, - ღიმილით თქვა იბრაჰიმოვიჩმა და დაამატა - "ეს იყო მნიშვნელოვანი მატჩი, რომელშიც ძალიან კარგად ვითამაშეთ და შედეგად, დიდი ანგარიშით ვიმარჯვეთ. აუცილებელია, რომ მომავალშიც შევინარჩუნოთ ასეთი განწყობა”. აღსანიშნავია, რომ იბრაჰიმოვიჩს, სერია A-ს კლუბებიდან ყველაზე მეტი - 10 გოლი, სწორედ "პალერმოს” კარში აქვს გატანილი. შვედისგან "დაზარალებულთა” შორის, მე-2 ადგილზეა "პარმა”, რომლის კარიც | |
|