17:03 იბრაჰიმოვიჩი: "ვინც არ იცის რას ლაპარაკობს, ჯობია გაჩუმდეს" | |
შვედ თავადამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს მორიგი კონფლიქტი Sky Sport Italia-ს ჟურნალისტ ბეპე სპადინისთან მოუვიდა, როდესაც ჟურნალისტი ზლატანს "ლეჩესთან" მატჩის შემდეგ ესაუბრებოდა. "არის ხალხი, რომელთაც არ ესმით რას ლაპარაკობენ, ამიტომ ამ ადამიანებმა უკეთესი იქნება საერთოდ არ ამოიღონ ხმა და გაჩუმდნენ", - განაცხადა ზლატანმა ამ ყველაფრის შემდეგ. "მილანის" პრეს-სამსახურმა კი თავის მოხსენებაში განაცხადა, რომ კონფლიქტი იბრაჰიმოვიჩსა და სპადინის შორის უკვე მთლიანად ამოწურულია. | |
|