19:28 “ინტერმა” “ნაპოლის” ოფიციალურად მიმართა | |
მილანის "ინტერმა” "ნაპოლის” ესეკიელ ლავესის ტრანსფერის შესახებ ოფიციალური წინადადებით მიმართა. Sky Italia და Gazzetta dello Sport-ი ერთხმად იუწყებიან, რომ "ნერაძურიმ” ნეაპოლელებს 26 წლის არგენტინელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო შესთავაზა. პლუს, გორან პანდევი, რომელიც ვალტერ მაცარის გუნდში იჯარის წესით ასპარეზობს. გარდა ამისა, მილანელები "ნაპოლის” ანდრეა რანოკიას, ჟოელე ობის ან მარკო დავიდე ფარაონისაც დაუთმობენ. თავის მხრივ, ნეაპოლელთა პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ლავესის დათმობას 32 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გეგმავს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინათ, "ნაპოლის” ხელმძღვანელები არგენტინელის გასხვისებას გამორიცხავდნენ, თუმცა იტალიურ მედიაში განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება.
| |
|